FM97.5 / LIVE

არის თუ არა ლეგიტიმური ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 01.03.2018
არის თუ არა ლეგიტიმური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გამართული საკრებულოს ის სხდომა, რომელზეც ხმათა უმრავლესობით მერიაში ხელფასების მატება დაამტკიცეს.

არის თუ არა ლეგიტიმური ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 თებერვალს სხდომა ორჯერ გაიმართა. პირველი 12:00 საათზე, მეორე კი დაახლოებით 18:30 საათზე.

პირველ სხდომას 26 დეპუტატი ესწრებოდა, - 15 ოპოზიციიდან და 11 „ქართული ოცნებიდან“. დეპუტატებმა 30 საკითხი განიხილეს. ბოლო, 30–ე საკითხი, მერიის თანამშრომლების ხელფასების მატებას ეხებოდა.

კენჭი 30–ვე საკითხს უყარეს, – 29 დადებითად გადაწყდა, ბოლო კი არ დაკმაყოფილდა. საკრებულოს ოქმში ჩანაწერის მიხედვით, ხელფასების მატებას მხარი „ოცნების“ 11–ვე დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი წინაღმდეგი იყო, 11–მა კი თავი შეიკავა.

„26 კაცის უმრავლესობას, 14 –ს უნდა მიეცა ხმა, რომ 30–ე საკითხიც დადებითად გადაწყვეტილიყო. რადგან არ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი, ეს საკითხი არ დაკმაყოფილდა. დღის წესრიგით წარმოდგენილ ყველა საკითხს ჩვეულებრივ ეყარა კენჭი, დადგა შედეგი და სხდომაც დასრულდა“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი.

„30–ე საკითხის განხილვის დროს ისე აწიეს და დაწიეს ხელი, რომ კაცმა ვერ გაიგო რა მოხდა. მოვითხოვეთ ოქმი და ხელნაწერი რომ მოგვცეს, წერია რომ 11–მა მხარი დაუჭირა და ოთხი იყო წინააღმდეგი. საინტერესოა თუ დანარჩენმა პოზიცია არ გამოხატა, გამოდის რომ მაშინ ის დეპუტატები იმ სხდომაზე ისეთივე წევრები იყვნენ, როგორიც იმ წუთში მე ვიყავი“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი თეა კიკაძე და ამატებს, რომ მათი აზრით რეალურად სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა – „ხოდა ახლა მოვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად ასახონ“.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოში ვითარება დაიძაბა, იყო ხელჩართული ჩხუბიც, იმის გამო რომ ხელფასების საკითხი არ გადაწყდა. კაბინეტში გამოკეტეს ზაზა ჩაჩანიძე.

ამ მოვლენების გამო, გვიან საღამოს, ბორჯომში კვლავ გაიმართა სხდომა, თუმცა, მას მხოლოდ 17 დეპუტატი ესწრებოდა (13 ‘ოცნებიდან’ და 4 ოპოზიციიდან) და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. ამ სხდომაზე, 13 ხმით, 4–ის წინააღმდეგ, ხელფასების მატების საკითხი დადებითად გადაწყდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ოქმი მოითხოვეს, იმის დასტურად, რომ ხელფასების საკითხი ნამდვილად გადაწყდა და პროტესტი გააგრძელეს. საკრებულოს აპარატმა იმ ღამესვე ორივე სხდომის ოქმი გაამზადა, თუმცა ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში გამართული სხდომა არალეგიტიმური იყო და ამიტომ მას ხელს არ მოაწერდა.

„ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ სხდომა ლეგიტიმური იყო, რადგან ის საკრებულოს უმრავლესობის მიერ იყო მოწვეული, მისი თავმჯდომარეობის უფლება კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნამდვილად ჰქონდა.

„სხდომის გამართვის მიზეზი იყო ის, რომ აპარატმა ვერ დაითვალა ხმები, ვერ დაადგინა საკითხის მიღება – არ მიღების სისწორე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხზე ხელახლა სამსჯელოდ შევკრებილიყავით“, – ამბობს „ოცნების“ დეპუტატი გიორგი ფერაძე.

იურისტები ამბობენ, რომ რიგგარეშე საკრებულოს მოწვევის უფლება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს ჰქონდა და თუ ამ სხდომას თავმჯდომარე არ მოიწვევდა, ის არალეგიტიმური იქნებოდა.

„საკრებულოს უმრავლესობას კანონით აქვს უფლება, რომ გამართოს სხდომა თავმჯდომარის გარეშეც, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მიმართავენ და იგი სხდომას უახლოეს ერთ კვირაში არ ჩანიშნავს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ თავმჯდომარის მოადგილის მიერ ჩატარებულის სხდომა ლეგიტიმური ვერ იქნებოდა: „მაშინ ეს სხდომა ჩაჩანიძეს უნდა მოეწვია“.

მისივე თქმით, სამართლებრივად დაუშვებელია სხდომის გაგრძელება, ანუ საკითხის ხელახლა განხილვა იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს კენჭი ეყარა და სხდომა დაიხურა.

„საკრებულოს რეგლამენტში უწერია, რომ საკრებულოს სხდომა იხურება, მაშინ როდესაც საკრებულოს მიერ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებაც, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გადადონ“, – აცხადებს ჩიხლაძე და ამატებს, რომ საკრებულოს გადადებაზე არ უმსჯელია, სხდომის დახურვის შემდეგ კი მას ვეღარ გააგრძელებდნენ.

შესაბამისად, მისივე თქმით, იმას მოაწერს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე ხელს არალეგიტიმური სხდომის ოქმს, მნიშვნელობა აღარ აქვს: „თავმჯდომარის ხელმოწერა ვერაფერს შეცვლის, არალგიტიმურ სხდომაზე მიღებულ საკითხს ლეგიტიმურს ვერ გახდის“.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ