FM97.5 / LIVE

რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.03.2018
ბორჯომის რაიონული სამმართველო ბაკურიანში მერის წარმომადგენელსა და „ნაციონალების“ ლიდერს ნიკა მელიას შორის დაპირისპირების, ასევე ბორჯომის დეპუტატებს შორის ძალადობის ფაქტებს იძიებს.

რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში
28 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას ბაკურიანში მერის წარმომადგენელმა პოლიციაში უჩივლა. გობრონიძე ირწმუნება, რომ მას მელიამ დაარტყა: „საკრებულოს შენობაში რომ შემოვიდა ჩოჩქოლი ატყდა და ბიჭებს ვაშველებდი. მისთვის არაფერი მითქვამს, შემობრუნდა, ხელი მომკიდა და დამარტყა“.

მელია კი აცხადებს, რომ ყველაფერი პირიქით იყო და ფიზიკურად მას უსწორდებოდნენ:„უკნიდან მომეპარნენ და დამარტყეს“.

ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ გოჩა გობრონიძის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ამ დრომდე ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე არც გობრონიძე და არც მელია არ დაუბარებიათ.

რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში

პოლიციამ ასევე 28 თებერვალას ძიება ბორჯომის საკრებულოში მომხდარ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე დაიწყო. საქმე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები სახეზე კიდეც ეტყობა, თუმცა ვინ დაარტყა, ამბობს რომ ამის შესახებ გამოძიებას მოუყვა და დეტალების გასაჯაროება არ უნდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ივანე შალუტაშვილი კი აცხადებს, რომ გიუაშვილმა სცემა: „უკნიდან მომეპარა და დამარტყა“.
გიუაშვილიც და შალუტაშვილიც გუშინ, 28 თებერვალს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე სამ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. როგორც დეპუტატები აცხადებენ მათ ექსპერტიზაც ჩაუტარდათ.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ბორჯომის საკრბულოში ვითარება იმ სხდომის დასრულების შემდეგ დაიძაბა, რომელზეც მერიისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს. ამ დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ‘ქართული ოცნების“ დეპუტატები პირველად შევიდნენ, მანამდე ისინი საკრებულოს ბოიკოტს უცხადებდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ხელფასების დამტკიცების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტი სავარძლებით ჩახერგეს. დღის მეორე ნახევარში ჩაჩანიძის მხარდასაჭერად შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გამოჩნდა. რასაც მერიის თანამშრომლების გაღიზიანება მოჰყვა. გობრონიძესა და მელიას შორის შესაძლო ფიზიკური დაპირისპირებაც ამ დროს მოხდა.

რას იძიებს პოლიცია ბორჯომის საკრებულოში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
ბორჯომში ნიკა მელია ჩავიდა – შენობაში ჩხუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ჩაკეტილია [Video]
ნიკა მელია: 'არ შევატოვებთ ბორჯომის საკრებულოს მოზონდერო ელემენტებს'
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე შსს–მ ძიება მუქარის მუხლით დაიწყო
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს