FM97.5 / LIVE

ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
დღეს, 28 თებერვალს, საღამოს, დაძაბული დღის ბოლოს, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა.

ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]

საკრებულოს სხდომის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბორჯომის თვითმმართველობის შენობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატებისა და მერიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც კაბინეტშია გამოკეტილი (რადგან შესასვლელი სავარძლებითაა ჩახერგილი), მისი თანაგუნდელები გიორგი გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ კიკნაძე შეუშვეს.



ამის შემდეგ დაინიშნა ბორჯომში სხდომა, რომელსაც ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად მისი მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი გაუძღვა. სხდომას „ქართული ოცნების“ 13 და „პარტიოტთა ალიანსის“ წევრი 4 დეპუტატი ესწრებოდა. ამ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი – გაზრდილი სახელფასო ოდენობები გაიტანეს და 13 ხმით, 3–ის წინააღმდეგ, დაამტკიცეს. საკითხს მხარი არ დაუჭირა სხდომაზე მყოფმა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.






სხდომა დახურული იყო ჟურნალისტებისთვის.

ამ დროისათვის მერიის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი. შენობაში ვითარება განმუხტულია.

მერიის შენობაში რჩებიან თანამშრომლები. ისინი ფოიეში არიან შეკრებილი და საკრებულოსგან ოფიციალური დოკუმენტს ითხოვენ ხელფასების დამტკიცების შესახებ. ამბობენ, რომ ვიდრე საკრებულო ოქმს არ გადაუგზავნით, არ დაიშლებიან.

საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ სხდომაზე 30 საკითხი იყო გატანილი და დღეს ოქმს ფიზიკურად ვერ გააკეთებენ.

ზაზა ჩაჩანიძე კვლავ კაბინეტში რჩება და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]

შეგახსენებთ, დღეს დილით ხმაურით წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად დაესწრო 'ქართული ოცნება'. ხელფასების საკითხი ვერც დამტკიცდა, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა.


სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი. მეორე ნაწილმა ტრანსფარანტებით – 'ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი', 'მოღალატე გადადექი', მერიის შენობის წინ აქცია გამართა. ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.


დღის მეორე ნახევარში ბორჯომში 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრი ნიკა მელია ჩავიდა. შენობაში მის გამოჩენას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბორჯომის მერიაში უკიდურესად დაიძაბა ვითარება.


ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.



[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
ბორჯომში ისევ ხმაურია – თანამშრომლები ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ [Video]
გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე