FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ აცხადებენ, რომ საკრებულო მერიას საბოტაჟს უწყობს, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები კი პირიქით, ამბობენ, რომ საბოტაჟი თავად მმართველმა გუნდმა მოაწყო და ამ მიზნით დაესწრო დღეს საკრებულოს სხდომას.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში

ბორჯომში, დღეს მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპიებასა და შემდეგ საპროტესტო აქციაში, საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ბაქარ შირაძე ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი ბოიკოტი „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სწორედ იმ მოტივით შეწყვიტა და იმ მიზნით მივიდა სხდომაზე, რომ საბოტაჟი მოეწყო და დაპირისპირება გამოეწვია.

საპირისპიროს ირწმუნებიან მმართველ გუნდში. მათი თქმით, საბოტაჟს, ხელფასების არდამტკიცებით, დიდიხანია თავად ოპოზიცია აწყობს და დღეს ამ ყველფრის კულმინაციური მომენტი იყო.

„ამ უბედურებაზე, რაც ახლა აქ ხდება, პასუხისმგებელი ზაზა ჩაჩანიძეა [საკრებულოს თავმჯდომარე]. მას უნდა, რომ მერიის თანამშრომლებმა დიდხანს არ მიიღონ ხელფასი იმისთვის, რომ ხალხს სათანადოდ ვერ მოემსახურონ. ასე კი შექმნან ხალხში წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნება“ სათანადოდ ვერ მუშაობს. მოვითხოვთ, რომ ჩაჩანიძემ ხელფასების საკითხი დროულად გადაწყვიტოს. დღეს საკრებულოს სხდომაზე იმისთვის შევედით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 13 დეპუტატი, აქედან 11 დღეს სხდომაზე ვიყავით შესული და 11–ვემ ხელფასების მატებას მხარი დავუჭირეთ. აქამდე თითქოს პრობლემა ის იყო, რომ „ოცნება“ არ შედიოდა, შევედით და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი მხრიდან ხმაური პროვოცრებული არ ყოფილა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კვირკველია.

ბორჯომის მერის მისაღებში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ მერი ლევან ლიპარტია კაბინეტში არაა. მისმა მოადგილემ ბუბა ბერიძემ კი კომენტარზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ 'ქართული ოცნების' დეპუტატები. მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – 'ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი', 'მოღალატე გადადექი', 'ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი', 'ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს', 'ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას', – მერიის შენობის წინ მართავს აქციას.

ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.

[sknews.ge]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

16.12.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა

16.12.2018 შსს: ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15.12.2018 ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]