FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის თვითმმართველობაში შექმნილ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა ხელახალი არჩევნების ჩატარება იყოს.

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მსგავსი ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა და ამ ყველაფრის ცენტრში საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიდან“ გიორგი გიუაშვილი დგას.

„წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილის გალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ, თუ არა ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას. “ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ 'ქართული ოცნების' დეპუტატები. მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – 'ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი', 'მოღალატე გადადექი', 'ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი', 'ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს', 'ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას', – მერიის შენობის წინ მართავს აქციას.

ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
'მოღალატე გადადექი' – ბორჯომის მერიის თანამშრომლები აქციას მართავენ [Photo/Video]
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
ბორჯომში საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის გარეშე გამართეს და ხელფასების საკითხი დაამტკიცეს  [Video]
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ