FM97.5 / LIVE

ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.02.2018
სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დღეს პირველად დაესწრნენ 'ქართული ოცნების' დეპუტატები. სხდომის დასრულების შემდეგ კი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
საკრებულოს სხდომა, რომელზეც, 27 საკითხს შორის, ერთ–ერთი საშტატო ნუსხისა და სახელფასო ანაზღაურების დამტკიცება იყო, დღეს, 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყო. თავდაპირველად სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრი 15 დეპუტატი ესწრებოდა. რამდენიმე საკითხის განხილვის შემდეგ, კი, რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, სხომაზე მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატიც შევიდა. მათ შესვლას სხდომაზე მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ამ წელიწადში ჯერ ხელფასი არ აუღიათ, საკითხის დაუმტკიცებლობის გამო, ტაშით შეხვდნენ.

მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა (დღეს "ოცნებამ" რამდენიმეთვიანი ბოიკოტის რეჟიმი დაასრულა), ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა.

სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარესთან შევიდნენ, იმ არგუმენტების მოსასმენად, რატომ აარ უჭერენ მხარს ხელფასების მატებას. ეს შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტი იტყობინება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.


მერიის თანამშრომლები მიდიან საკრებულოს თავმჯდომარესთან


პარალელურად, შენობის ფოიეში დეპუტატების ნაწილი ერთმანეთს უკვე ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ–ერთი დეპუტატი დაშავდა, „სამხრეთის კარიბჭე“ ამ ფაქტის გადამოწმებას ცდილობს.

ჩხუბით დასრულდა სხდომა ბორჯომში, რომელსაც პირველად ესწრებოდა ‘ოცნება’
"ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ივანე შალუტაშვილმა მუშტი დაარტყა, შალუტაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, გიუაშვილი მიეპარა მას უკნიდან და მან დაარტყა


შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არიან, ოპოზიციური ფლანგიდანაა საკრებულოს თავმჯდომარეც – ზაზა ჩაჩანიძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“.

ამ ფაქტის გამო, ახალი მოწვევის საკრებულოში, პირველივე სხდომა ხმაურით დაიწყო, რასაც შემდეგ ‘ქართული ოცნების“ დეპუტატების ბოიკოტი მოჰყვა. პარალელურად, უკვე ხუთჯერ ჩავარდა ქვორუმის არარსებობის გამო, რიგგარეშე სხდომა ბორჯომში, რომელსაც მხოლოდ ოპოზიცია ესწრებოდა და რომელზეც მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი უნდა განეხილათ. ამ ჩავარდნების გამო, კი მერიის 125 თანამშრომელს ორი თვეა ხელფასი არ აუღია.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს საბოტაჟში
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე
ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძიება დაიწყო
ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა
ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო