FM97.5 / LIVE

ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.02.2018
ახალციხეში, სოფელ ტყემლანაში, პირუტყვის „ემკარით“ დაავადების ორი შემთხვევა გამოვლინდა.

ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაურის განმარტებით, ტყემლანაში ნიმუში ორი პირუტყვიდან აიღეს და ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ ეს დაავადება ემფიზემური კარბუნკულია, ე.წ „ემკარი“.

მისივე თქმით, აღნიშნული დაავადების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება და მოსახლეობამ დაავადებულ პირუტყვს თავად უნდა უმკურნალოს, ამისთვის კი კერძო ვეტერინარს უნდა მიმართონ.

„წელიწადში ორჯერ უნდა აცრან პირუტყვი იმისათვის, რომ დაავადება თავიდან აიცილონ. ჩვენ ვიყავით სოფელში და მოსახლეობას რეკომენდაციებიც მივეცით“, – ამბობს ლია ბექაური.

ემკარი (ჭრიჭინა): მსხვილრქოსან პირუტყვში ინკუბაციური პერიოდი ხან- მოკლეა 1 – 2 დღეა, გამონაკლისს შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 დღე.

ემკარი მწვავე მიმდინარეობით ხასიათდება: ტემპერატურა სწრაფად იწევს 41 – 42 გრადუსამდე, ზოგჯერ ნორმალურიც შეიძლება იყოს, ცხოველი ძალზე მოდუნებულია, ცოხნას სწყვეტს, პულსი სუსტი და აჩქარებულიაქვს, უფრო ხშირად კუნთებით მდიდარ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – ბარძაყზე, გავაზე, გულმკერდზე და სხვაგან ჩნდება სწრაფად მზარდი ერთი ან რამდენიმე მკაფიოდ შემოფარგლული, ზოგჯერ განფენილი, უსწორო ფორმის შეშუპება, იგი დასაწყისში მკვირი, ცხელი და მტკივნეულია, შემდეგ ცივი და უგრძნობი ხდება. შესიებულ ადგილზე ხელის დაჭერით კრეპიტაცია (ჭრიჭინი) იგრძნობა, კანი მუქდება და შავდება. კუნთების დაზიანება იწვევს მოძრაობის შეფერხებას: კოჭლობას, კიდურების ათრევას და სახსრების გაშეშებას.


სპეციალისტების განმარტებით, ემკარით ძრითადად სამ წლამდე პირუტყვი ავადდება. იშვიათი შემთხვევაა, როცა დაავადება მეწველ ძროხას ხვდება. ამ შემთხვევაში პირუტყვი მალევე შრება და რძეს აღარ იწველის.

დაავადებული საქონლის ხორცი საჭმელად უვარგისია, მაგრამ, როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ძროხა მალე კვდება და ალბათობა, რომ დაავადებული ხორცი გაიყიდება, არ არსებობს. აღნიშნული დაავადება არც ადამიანზე და არც პიურიტყვიდან პირუტყვზე არ გადადის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
მეურნე: ემკარი – პროფილაქტიკა და მკურნალობა  [Video]
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
ახალციხის სოფლებში ძროხების დაავადება გავრცელდა
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა