სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2018
ახალციხეში, მაგიდის ჩოგბურთში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის რეგიონული თამაშები გაიმართა.მასში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან გოგონებისა და ვაჟების ექვსი გუნდი იღებდა.

ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
სპორტული ღონისძიება, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, დღეს 25 თებერვალს ჩატარდა.ერთმანეთს ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გოგონებში ფინალში ადიგენისა და ასპინძის გუნდები შეხვდნენ, გამარჯვება ადიგენის გუნდმა მოიპოვა. ხოლო ვაჟებში ახალქალაქისა და ასპინძის გუნდებს შორის პირველობა ახალქალაქის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2018“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

შემდეგი ეტაპი - ზონალური თამაშები მაისში გაიმართება, ივნისის ბოლოს კი ოლიმპიადის ფინალურ თამაშებში საქართველოს ჩემპიონები გამოავლინდებიან. ფინალისტები 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს მოიპოვებენ,რომლებიც მომავალი 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2018“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.

[sknews.ge]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბორჯომში
სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა