FM97.5 / LIVE

შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 25.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით  სამი პირი დააკავა
სამცხე–ჯავახეთის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, კიდევ 16 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს–მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით  ბორჯომში ერთი პირი დააკავა
ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს