FM97.5 / LIVE

საძოვრად ქცეული აღკვეთილი

მთავარიეკონომიკა 31.05.2013
დაცული ტერიტორია, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაში არ იმყოფება; პირუტყვი ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში და დაჩაგრული თუ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული ადგილობრივები; კანონიერად ჩამორთმეული საკუთრება, თუ მთავრობის დადგენილება, რომელიც გაუქმებას ექვემდებარება;

საძოვრად ქცეული აღკვეთილი
ბაკურიანის მკვიდრი კუკური ბეშკენაძე გასული წლის ზაფხულში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში იმიტომ დაიბარეს, რომ საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრები საკუთარი ნებით დაეთმო.

„გლეხ კაცს რომ პროკურორი დაგიბარებს გეშინია. მითხრეს ეგ მიწა სახელმწიფოს უნდა აუჩუქოო, შემეშინდა და საჯარო რეესტრში განცხადება ჩემი ხელით დავწერე“, - გვითხრა კუკური ბეშკენაძემ, რომელსაც 16 სული ძროხა ჰყავს.

მან ქცია-ტაბაწყურის ტერიტორიაზე 5 ჰეტარი 200 ლარად დაახლოებთ 5 წლის წინ შეიძინა. მანამდე 12 წელი აღნიშნული ფართობი იჯარით ჰქონდა აღებული და როგორც თავად გვიხსნის, საძოვრების შესყიდვა სწორედ იჯარით სარგებლობის დოკუმენტის მიხედვით მოხდა: „იჯარის ვადის ამოწურვისას შეგვეძლო ეს ფართობი შეგვესყიდა და შევისყიდე“.

ბეშქენაძის თქმით, მასთან ერთად საძოვრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 პირს ჩამოართვეს, შემდეგ კი ყველა გამგეობაში დაიბარეს და უთხრეს, საძოვრები რომლებიც ჩამოართვეს შეეძლოთ მოეთიბათ, ოღონდ ერთი პირობით, ჰექტარში 27 ლარი უნდა გადაეხადათ: „ამის შემდეგ სულ ასე იქნებაო, გვითხრა მაშინდელმა გამგებელმა მამუკა ხვედელიანმა“.

ბაკურიანში ზამთარი 7 თვეს გრძელდება. ბეშქენაძე ამბობს, რომ თუ ჩამორთმეული ფართობის მოთიბვის საშუალებას წელს არ მისცემენ, მაშინ პირუტყვის გამოზამთრება გაუჭირდება: „არ ვიცი რატომ ჩამოგვართვეს საძოვრები, შეიძლება ეგ ტერიტორია ვინმეს უნდოდა“.

„ნაციონალების“ გვიან შემჩნეული უკანონობა

სამცხე-ჯავახეთის ყოფილი ოლქის პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუატატია ახალციხეში, ადასტურებს, რომ გასული წლის ზაფხულში საძოვრები არა ერთ ბორჯომელს ჩამოართვეს: ”ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში და მსგავს ფართობებზე აკრძალულია მიწის ნაკვეთის არა მარტო პრივატიზება, არამედ იჯარით აღებაც კი. მათ აქ ფართობები უკანონოდ მიისაკუთრეს. მახსოვს ერთ-ერთი მსხვილი მფლობელი ფალავანდიშვილი1 000 ჰეტარამდე საძოვრებს ფლობდა და ის პასუხისგებაშიც მიეცა“.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა „ნაციონალური“ ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების უკანონოდ საკუთრებაში რეგისტრირება, შემდეგ კი ჩამორთმევა, ჩიტაშვილი გვპასუხობს: „როცა დაიწყო ძიება მაშინ შეამჩნიეს, ეს როდის მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა“.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აქვთ: „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.07.1995წ. # 447 დადგენილების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის დროებითი საზღვრები და დაკანონდა შესაბამისი ბუნების დაცვითი რეჟიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ტერიტორიები 1995 წლიდან დღემდე წარმოადგენს აღკვეთილს. ამიტომ საკუთრებაში გაცემით დაირღვა მოქმედი კანონდებლობა და მასალები გადაეგზავნა ახალციხის პროკურატურას“, - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მიღებულ წერილში.

აღკვეთილი საძოვრებად დაკანონდეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ 1995 წელს გამოცემული მთავრობის დადგენილება გაუქმდება: „როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, არ შეიძლება ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, 14 920 ჰექტარი, გამოცხადებულ იქნეს დაცულ ტერიტორიად“.

გოგოლაძე ამბობს, რომ ეს საძოვრები მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს და აღკვეთილის საზღვრები შემცირდეს, ოღონდ ისე, რომ დაცული იქნეს ქციას სანაპიროები: „თუ ტერიტორია დაცულადაა გამოცხადებული, იქ პირუტყვის შესვლა იკრძალება, არადა ესეც არ გამოდის, წლებია აქ საქოენლი კახეთიდან და მარნეულიდან შემოდის. რამდენჯერმე ჩაერია დაცული ტერიტორიების სააგენტოც, მაგრამ ვერ ავკრძალეთ. თუ ასეა მაშინ ჯერ ადგილობრივებმა ისარგებლონ და მერე სხვებს დავუთმოთ“.

აღკვეთილის ტერიტორიაზე რომ პირუტყვი ბალახობს, ამაზე ჩიტაშვილიც საუბრობს: „იკრძალება, მაგრამ კახეთიდან ცხვარი და ძროხა მაინც ჩამოჰყავთ“.

პეპლები თუ ძროხები

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ალპური ზონაა, ამიტომ ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კანონი გადაიხედება, რადგან ათასობით ჰეტარი ფართობის მხოლოდ წეროების დასაჯდომად გამოყენება არასწორად მიაჩნია: „ეს რომ იყოს ტყე, ვიტყოდი არ შეიძლება-თქო, მაგრამ ერთი ხეც კი არ დგას. აქ ჩიტებმა და პეპლებმა უნდა დაიდონ ბინა, ამას ჩიტები და პეპლები მაინც მოახერხებენ, თუ ბუნების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმითა და შხამ- ქიმიკატებით არ ვიბრძოლებთ“.

მწვანე ალტერნატივას ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ნებისმიერი დაცული ტერიტორია შეიძლება გააუქმო იმ მოტივით, რომ ის ვიღაცა გვერდზე მდგომ ადამიანს სჭირდება, დავუშვათ რაღაცის ასაშენებლად, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს: „დაცული ტერიტორიის შექმნაც და გაუქმებაც კანონით ხდება. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რა არის მისი ინტერესი, დაცვა თუ საძოვრებად გამოყენება?! თუ პარლამენტი გადაწყვეტს და დაასაბუთებენ, რომ საჭიროა შეიცვალოს, შეიცვლება, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება“.

საკითხს პარლამენტი განიხილავს?

ყოფილ პროკურორს და ახლა უკვე პარლამენტის წევრს ვაჟა ჩიტაშვილს აღნიშნული საკითხის პარლამენტში განხილვა გონივრულად მიაჩნია: „კანონი უნდა გადაიხედოს. თუ ამ საკითხს ბორჯომის მაჟორიტარი დააყენებს, მხარს დავუჭერ“.
„ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ბორჯომში გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ჯერ აღნიშნული საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია: „სოფლის მეურნეობის სამინისტროც უნდა დაინტერესდეს“.

სოფლის მეურნეობის დარგებიდან აღნიშნულ ზონაში რომ მეცხოველეობაა განვითარებული და აქ საძოვრების საჭიროება ნამდვილად არსებობს, გარემოსდაცვითი კავშირის ”სამყაროს” დირექტორი ნანა ზუბაშვილიც საუბრობს: „არ არის იქ იმდენი საძოვრები, რომ ამხელა დაცული ტერიტორიის ქონის ფუფუნება გვქონდეს“.

მაგრამ მანამდე სანამ ის გადაწყდებოდეს, ქცია-ტაბაწყურის ტერიტორია დაცული იყოს თუ საძოვრებად გამოვიყენოთ, ზუბაშვილის განცხადებით, აქ კვლევის ჩატარებაა საჭირო: „შესაძლოა იქ იყოს ენდემური სახეობები, რომლებსაც განსაკუთრებული გაფრხილება სჭირდება. გადაძოვების პრინციპით განსკუთრებული ჯიშები კი არა, ლანდშაფტიც შეიძლება დაირღვეს, მოხდეს გაუდაბნოება. ამიტომ პირველ ეტაპზე უნდა გადაიხედოს აღკვეთილის ტერიტორია და მისი მენეჯმენტი დაიწეროს“.

„ბარდაგი“

მანამდე, სანამ ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის საკითხი სამთავრობო დონეზე გადაწყდება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უჭირთ პასუხის გაცემა, დასაშვები იქნება თუ არა წელსაც აქ ბალახის მოთიბვა.

„არ ვიცი რისი უფლება ექნებათ და რისი არა“, - გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი გიუნაშვილმა.
მისი თქმით, ამ საძოვრებით წლების განმავლობაში არა ერთი ადამიანი უკანონოდ სარგებლოდა: „ბევრს, ვისაც აქ იჯარა ჰქონდა, ცხვარი საერთოდ არ ჰყავდა და არც არანაირი მეუნრეობა არ გააჩნდა. კახელები მოჰყავდათ, მათგან 20 ათას ლარს ღებულობდნენ და ბიუჯეტში მხოლოდ 4 ათასი შეჰქონდათ“.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს მოსაწესრიგებელია: „ბოდიშით გამოთქმაზე, მაგრამ ამ თვალსაზრისით სრული „ბარდაგია“, ვისი რა იყო და ვინ ვის რას აწერდა, ღმერთმა იცის. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მაგრამ მანამდე ამ ტერიტორიების საძოვრებად გამოყენება მაინც ხდება“.

შეიძლება თუ არა კვლავ მოითიბოს ქცია-ტაბაწყურის ტერიტორიაზე ბალახი ვერც დაცული ტერიტორიების სააგენტოში გვპასუხობენ: „მიუხედავად იმისა, რომ ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების კატეგორიას, იგი სააგენტოს მმართველობის ქვეშ არ იმყოფება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების პროცედურების განუხორციელებლობისა და იქ დაფიქსირებული დანაშაულებრივი ნიშნების მქონე ფაქტების გამო. აქედან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია თიბვაზე შესაბამისი ნებართვის გაცემას“.

„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის საერთო ფართობი 22 000 ჰექტრს შეადგენს.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ტაბაწყურის  საძოვრების საქმეზე ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი დაკითხეს
სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკი მოეწყობა
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
მოხალისეთა პროგრამა ბორჯომის დაცულ ტერიტორიაზე
საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყო