FM97.5 / LIVE

ახალციხეში მშობლებისათვის შექმნილი ვებ–გვერდის პრეზენტაცია მოეწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.02.2018
ასოციაცია „ჰერა XXI“–მა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე შექმნილი ვებ–გვერდისა და მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა.

ახალციხეში მშობლებისათვის შექმნილი ვებ–გვერდის პრეზენტაცია მოეწყო
შეხვედრა დღეს, 23 თებერვალს, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. ვებ–გვერდის www. forparents.ge და მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის მიზანს, მშობლებისათვის იმ ინოვაციური პლატფორმის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც ასოციაციამ სპეციალურად მშობლებისათვის შეიმუშავა, რათა მათ შეძლონ საკუთარ შვილებს ასაკობრივად სწორი ინფორმაცია მიაწოდონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული სხვა თანმდევი საკითხების შესახებ.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, ამჟამადმოზარდებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სკოლებში არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან.

„სკოლებში არაა ცალკე საგანი, სადაც ბავშვებს მისცემს სრულყოფილ ინფორმაციას საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესების შესახებ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა მშობლებისათვის ინფორმაციის ალტერნატიული გზა და წყარო“,– ამბობს პროექტის კოორდინატორი სალომე იობაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოციაცია „ჰერა XXI“–ის მიერ 2017 წელს ჩატარებულ ონლაინ კვლევას, რომელშიც მონაწილეობა 18 წლამდე მოსწავლეებმა მიიღეს. კვლევის მიხედვით, მოზარდებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ინფორმაციის მიღება სწორედ ოჯახისგან და სკოლისდან სურდათ. სულ 600 მოსწავლე გამოიკითხა.

ანალოგიური კვლევა 2018 წელს ორგანიზაციამ მშობლებს შორისაც ჩაატარა, გამოკითხული 500 მშობლიდან 97%–მა დადებითი პასუხი გასცა, იმას, რომ აღნიშნულ თემებზე საკუთარ შვილებს ინფორმაცია თითონ უნდა მიაწოდონ.

შეხვედრა პროექტის „პარტნიორობის განვითარება სქესობრივი განათლებისათვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ასოციაცია “ჰერა XXI” რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახება, საქართველოს მოსახლეობაში კამპანიას 1998 წლიდან ახორციელებს.
ახალციხეში მშობლებისათვის შექმნილი ვებ–გვერდის პრეზენტაცია მოეწყო

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ახალგაზრდების  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა
‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ოჯახი, სკოლის ნაცვლად [ინფოგრაფიკა]
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
შსს-ს მომსახურების სააგენტომ დაღუპული პოლიციელების შვილებს უმასპინძლა
UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას