FM97.5 / LIVE

ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 22.02.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა, ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი ვარდ მოსოიანი დააკავა;

ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის უფროსს ვარდ მოსოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედება, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს.

საქმე 2014 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელიც ვარდ მოსოიანის ცოლის ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა შპს „ვემ–მა“ მოიგო. 75 ათას ლარში კომპანიამ ოკამში, ხოსპიოში, ვაჩინაში და გოგაშენში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. სამუშაოები კი შპს „ვემ–მა“ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა ხელით განახორციელა.

პროკურატურამ ბრალი მოსოიანს გუშინ, 21 თებერვალს გვიან საღამოს წარუდგინა.

„წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს“, – აცხადებს მოსოიანის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, ან ხვალ იმსჯელებს. ამ დრომდე სასამართლოში პროკურატურას საქმე არ შეუტანია.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ უფროსთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო [Photo]