FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან

მთავარისიახლე, სამართალი 22.02.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ოცნების“ და ასევე „ოცნებიდან“ გასული ის დეპუტატი, რომლებსაც ფრაქციების შექმნაზე უარი ეთქვათ, სასამართლოში ჩივიან.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართოში საჩივარი შეიტანა. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარი ეთქვათ. მათ შორის არის ისეთი სამი დეპუტატი, ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, „ოცნების“ პარტია დატოვეს. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კოსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

სწორედ ამ მიზეზით საკრებულოს დეპუტატებმა მათ ფრაქციების დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.

„პარტია კი შეიცვალეს მაგრამ, მათ არჩევნებზე კენჭი „ქართული ოცნებიდან“ იყარეს და შემდეგ გადავიდნენ სხვა პარტიაში. ბლოკით რომ ეყარათ კენჭი, კიდევ შეიძლებოდა. კანონით ვალდებული არ ვართ, რომ დავურეგისტრიროთ, მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა 18 იანვარს გამართულ სხდომაზე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

ივანე შალუტაშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების მიზანი საკრებულოში ფრაქციების შექმნა იყო: „პარტია კი დავტოვეთ და მე მაგალითად ვარ „მრეწველებში“, მაგრამ ჩვენ ყველა მაინც „ოცნების“ ერთიანი გუნდის წევრები ვართ. ეს საკითხი თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი და შეთახმებული, ამაში ახალი არაფერია“.

მისივე თქმით, მსგავსი ფრაქციები, ანუ „ქართული ოცნება – მრეწველები“ და „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ ქვეყნის მასშტაბით 64–ვე მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული: „პრობლემა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ შექმნა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან. ფრაქციების შექმნაზე უარი კანონის გვერდის ავლით გვითხრეს, ამიტომ საკრებულოდან ყველა ოქმი გამოვითხოვეთ და სასამართლოში ვდაობთ“.

დეპუტატებმა სასამართლოში სარჩელი 19 თებერვალს დაარეგისტრირეს. მათი სასარჩელო მოთხოვნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იურიდიული კომისიის იმ ოქმების ბათილად ცნობაა, რომლის მიხედვითაც ორი ფერაქციის შექმნაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს.

„იდავონ, ვნახოთ რა იქნება, როგორც გადაწყვეტს სასამართლო, ისე მოვიქცევით“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, „ქართული ოცნება“ კი ამ დრომდე საკრებულოში გამართულ არცერთ სხდომაზე არ შესულა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების შექმნაზე მორიგდნენ
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს