FM97.5 / LIVE

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.02.2018
ახალციხის ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში, რომლის ჯერ ოფიციალური გახსნაც არ ყოფილა, ერთ ოთახში სახურავიდან წყალი ჩავიდა , შესასვლელში კი კედელი დაიბზარა.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა

თოჯინების თეატრი, ახალციხის ციხის ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრში, თეატრის ყოფილ, ახალგარემონტებულ შენობაში, გასული, 2017 წლის ბოლოს დაბრუნდა, მაშინ, როდესაც თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

თეატრმა მუშაობა დაიწყო, სპექტაკლებსაც მართავს, მაგრამ, ჯერ განახლებულ შენობაში დაბრუნება არ უზეიმია, – შენობაში, რამდენიმე ადგილას სახურავიდან წყალი ჩადის, – ჭერი სველია განათების ცეხის ოთახში და საპირფარეშოების მხარეს. შესასვლელში კი კედლებია დაბზარული და ამ ბზარებს თეატრის ადმინისტრაცია სხვადასხვა გაფორმებებით ფარავს.

თეატრში გვიხსნიან, რომ კედელზე ბზარები გვერდზე მდებარე ექვსსართულიანი შენობიდან შესულმა სისველემ გამოიწვია (თეატრს ექვვსართულიანი შენობა ესაღვრება, რომელშიც საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური სააგენტო, სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურია). ორ ადგილას წყლის ჩასვლას კი სახურავის დაზიანებას უკავშირებენ.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა

ახალციხის თოჯინების თეატრი შპს „გლობალჰაუსმა“ გაარემონტა. ტენდერი თეატრის შენობის რემონტზე 2016 წლის ნოემბერში, 302 773 ლარზე გამოცხადდა. ‘გლობალჰაუსი’ ამ ტენდერში მონაწილე ერთდაერთი კომპანია იყო და მან ტენდერი 299 148 ლარად მოიგო. კომპანიას თეატრის გარე ფასადის მოწყობა, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის სისტემის მონტაჟი, შენობის შიდა ინტერიერში სართულშუაგადახურვა, სველი წერტილების მოწესრიგება და სცენის იატაკის შეკეთება ევალებოდა. გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიასვე ევალებოდა სახურავის ნაწილობრივ შეცვლა.

როგორც თოჯინების თეატრსა და შპს ‘გლობალჰაუსს’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვკითხულობთ (ხელშ.: N51. 29.12.2016წ), შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, სხვადასხვაა სამუშაოს ტიპის მიხედვით: ალუმინის კონსტრუქცია – ვიტრაჟები – 25 წელი (საუბარია გარე ფასადზე შენობის); ფასადის სამღებრო სამუშაოები – 10 წელი, საკანალიზაციო სამუშაოები – 20 წელი, ვიდეომონიტორი – 5 წელი და სხვა დანარჩენიც 5 წელი.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა
ასე გამოყურებოდა თოჯინების თეატრის შესასვლელი შეკეთებამდე


‘გლობალჰაუსის’ დირექტორი მურად მელიქიძე ამბობს, რომ სახურავის ის ნაწილი საიდანაც წყალი ჩავიდა, მათ არ შეუკეთებიათ, ამას პროექტი არ ითვალისწინებდა. ფლიგელში დაბზარულ კედლებზე კი კომპანია პასუხისმგებლობას იღებს: „როგორც ჩანს, კედელი დააზიანა წყალმა, რომელიც გვერდზე შენობის სახურავიდან ჩამოდის. რამდენჯერმე ვუთხარით იმ შენობაში, რომ შეეკეთებინათ სახურავი, რადგან წყალი შემდეგ ჩვენს გაკეთებულს დააზიანებდა“.

ახალციხის თოჯინების თეატრი კულტურის სამინისტროს დაფინანასებით გარემონტდა. რატომ გარემონტდა შენობა ისე, რომ მისი სახურავი არ შეიცვალა, ამ კითხვაზე კულტურის სამინისტროში გვპასუხობენ, რომ მათთან მზა პროექტი შევიდა და ამ პროექტში სახურავის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა

თოჯინების თეატრის შეკეთების შესახებ პროექტი ახალციხის მერიის დაკვეთით მომზადდა.

2016 წელს ახალციხეს ორი მერი მართავდა – არჩევნებამდე გიორგი კოპაძე და არჩევნების შემდეგ ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს, რადგან ყოფილი მერი პარლამენტის დეპუტატი გახდა. ზედგინიძე ამბობს, რომ თეატრის გარემონტების პროექტი მის დროს არ მომზადებულა, გიორგი კოპაძეს კი, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არასდროს პასუხობს, ამჯერადაც ვერ დავუკავშირდით.

თეატრის მმართველი ამბობს, რომ მაშინ, როცა პროექტი მზადდებოდა, მათთვის არაფერი უკითხავთ. გარდა ამისა, მაშინ თეატრის სახურავს რამე პრობლემა არც ჰქონდა: „წყალი არასდროს ჩამოსულა. ახლაც, მხოლოდ ახლოდან რომ დააკვირდები, მაშინ ჩანს პატარა დაზიანებები სახურავზე“.

ვიდრე თეატრი გახსნას იზეიმებს, ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. ‘გლობალჰაუსის’ დირექტორი მურად მელიქიძე ამბობს, რომ დაზიანებულ კედლებს ნახავენ და თუ საჭიროება მოითხოვს, შეაკეთებენ. რაც შეეხება სახურავს, რუსუდან სისაური ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ ახალციხის მერიას აცნობეს: „ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ ფინანსებს მოიძიებს და ამ პრობლემებს მოვაგვარებთ“.

ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთი წლის წინ გახსნილ თოჯინების თეატრში წყალი ისევ ჩამოდის
თოჯინების თეატრი დაზიანებული ჭერის შესაკეთებლად დახმარებას მერიას სთხოვს
ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება