FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.02.2018
ასპინძაში, სოფელ რუსთავში ისევ სასმელი წყლის გარეშე არიან და ამ დრომდე, ვერც ის დადგინდა, სად იღებდა სათავეს სოფლის სასმელი წყალი. ახლა სოფელში წყლის მიწოდების ორ ალტერნატივაზე საუბრობენ და ორივე პროექტი სოლიდური თანხა ჯდება.

სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

‘მტკვარი ჰესმა’, რომლის გვირაბის გაყანასაც უკავშირებენ რუსთავში წყლის დაშრობას, წყლის შეწყვეტის მიზეზები თავად გამოიკვლია. მაგრამ, როგორც ობიექტზე გვიხსნიან, ზუსტად სად იყო წყლის სათავე, ამის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და კვლევა იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც, ადგილობრივებმა მიუთითეს.

„აპრილ–მაისში, როდესაც რუსთავში წყალი შეწყდა, ‘მტკვარი ჰესის’ მიერ გათხრილი პერიმეტრი შვიდი კილომეტრით იყო მოშორებული იმ ტერიტორიიდან, სადაც, ადგილობრივების მტკიცებით, წყაროები არსებობდა. სხვა მხრივ, მოკვლევის პროცესში ვერც ამ სათავის ოფიციალური ადგილმდებარეობა და ვრც წყლის დებეტის რაოდენობა ვერ დავადგინეთ“, – განმარტავს „მტკვარი ჰესის“ იურისტი ლია ნადარეიშვილი და ამატებს, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებას აზრი აღარ აქვს, – „ოფიციალური ადგილმდებარეობა რომ ჰქონოდა და რუქაზე მოძებნილიყო, მშენებლობის დაწყებისას რისკებს გავითვალისწინებდით. ახლა ეს უკვე დაგვიანებულია და ვერც იმას ვადგენთ, ვისი ბრალია“.

სოფელ რუსთავს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს. გვირაბი სოფელ საყუნეთიდან იჭრება და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსთაველები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას მთელი ამ ათი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, მართავდნენ საპროტესტო აქციებს, შეხვდნენ ჰესის ხელმძღვანელობასაც და ასპინძის მერიასაც.

ახლა სოფელ რუსთავში მცხოვრები 155 ოჯახი სოფელ ოშორის ტყიდან ჩამონადენი წყლით მარაგდება, მაგრამ ამ წყლის დებეტი მცირეა და მთელს სოფელს არ ჰყოფნის.

„ერთი პერიოდი რამდენიმე ოჯახამდე საერთოდ არ მიდიოდა ეს წყალი, წვეთ–წვეთად დის და ვის უნდა ეყოს. მერია დაგვეხმარა და წყალმზიდებით ამოჰქონდათ სოფელში. ახლა იმათაც გადაუნაწილეს და მეტ–ნაკლებად ვცდილობთ, რომ ყველამ ვისარგებლოთ“, – გვიხსნის რუსთავის მკვიდრი ჯემალ იაკობაძე.

ასპინძის საკრებულოში სოფლის დეპუტატის თამაზ შავაძის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, ორი პროექტი უკვე შეიმუშავეს: ერთი სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყალია, რომლის რეაბილიტაციაც სავარაუდოდ 2 700 000 ათასი ლარი დაჯდება და მეორე სოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ჭაბურღილების დამონტაჟებაა, რომლის მშენებლობასაც სავარაუდოდ 1 800 000 ლარი დასჭირდება.

„ჩვენ გვინდა სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენ წყალზე გავაკეთოთ სისტემა, თუმცა ერთი პრობლემაა, შეიძლება ამ სოფელს სარწყავი წყალი აღარ ჰქონდეს. ახლა ამასაც ვიკვლევთ, თუ ასე იქნება, მაშინ ჭაბურღილების პროექტზე გადავალთ“, – განმარტავს თამაზ შავაძე.
მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ პროექტები არსებობს და ვინ დააფინანსებს, ეს უცნობია: „ახლა ზუსტად მაგ დეტალებს ვარკვევთ, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ არის, ალბათ ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარება და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს“.

„მტკვარი ჰესის“ მშენებლობა, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 2009 წელს დაიწყო. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში სასმელი წყლისთვის ჭაბურღილს დაამონტაჟებენ
სოფელი რუსთავი წელსაც სასმელი წყლის გარეშე რჩება
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ