FM97.5 / LIVE

სააპელაციომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 21.02.2018
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულები, უნდა გამოასახლონ.

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს 21 თებერვალს გამოიტანა. მეორე ინსტანციამ 17 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოთხ ოჯახს იბერიის ქუჩაზე N17-ში მდებარე სკოლის ყოფილი შენობიდან გამოასახლებენ.

როგორც ვეტერანების ადვოკატი კახა მათოშვილი ამბობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ: „დაახლოებით ორი წელი მაინც ვერ დაატოვებინებენ ამ შენობას ვეტერანებს, რადგან უზენაესმაც რომ ძალაში დატოვოს ეს გადაწყვეტილება, შემდეგ იმის აღსრულებას მინიმუმ წელიწადი დასჭირდება“.

მათოშვილის თქმით, სადავო შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახს თავშესაფარი არ აქვს: „მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად როგორ დატოვებს ქუჩაში სახელმწიფო ამ ადამიანებს, არ ვიცი. ელემენტარულ თავშესაფარს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათი დაკმაყოფილება არ მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანები ახალციხის მერს თავშესაფარს სთხოვდნენ, თუმცა იმის გამო რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შესაბამისი ფართი არ არსებობს, მერიამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს