FM97.5 / LIVE

ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.02.2018
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა იმ მომსახურების მიღებაში, რისი გაკეთებაც თვითმმართველობის თანამშრომლებს ევალებოდათ, 9.600 ლარი გადაიხადა.

ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების, ბიუჯეტების პროექტების შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე ახალი ნორმატიული აქტების, მათში შეტანილი ცვლილებებისა და სხვა მასალების მიწოდებისთვის, – ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, 2015-2016 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება შპს „დაუ+“-სთან გააფორმა.

შპს „დაუ+“-ს საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის შესახებ კონსულტაციის მომზადება და მიწოდებაც ევალებოდა.

მთელ ამ მომსახურებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 9500 ლარი გადაიხადა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვალდებული არიან გააჩნდეთ კანონმდებლობის სათანადო ცოდნა და შეძლონ მათი საქმიანობაში გამოყენება.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უნდა განეხორციელებინათ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა და ხარჯის გაწევა“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

2015-2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურსა და იურიდიულ განყოფილებაში სულ დასაქმებული იყო 14 მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 409.2 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გადახდილი თანხა, რომელიც 9.6 ათასი ლარია, აუდიტის დასკვნის მიხედვით, არაგონივრული ხარჯია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს
ადიგენში  შტატგარეშე დასაქმებულებზე 14 000 ლარი პრემია გასცეს
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში
ბორჯომის გამგებლის წარმომადგენელმა იტალიაში ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაურა
ბორჯომმა  3 თვეში სოციალურ პროგრამებზე 377 573 ლარი დახარჯა
ხელოვნურად გაზრდილი შტატები და ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვა – აუდიტი ასპინძის მერიაში
ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს