FM97.5 / LIVE

სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში

მთავარისაზოგადოება 29.05.2013
”რა სამშობლო გვქონია”, - მოკლე ფრაზაში ჩაატიეს ემოცია სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მონახულებისას და დაბრუნებულებმა ამ სახელწოდების ღონისძიება გამართეს

სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
ექსკურსია-ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში სტუდუნტური პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესწავლასა და მონახულებას ითვალისწინებდა. უნივერსიტეტში დაბრუნებულმა ექსკურსიის მონაწილეებმა, დაგეგმეს ღონისძიება, რომელზეც სტუმრებს ფოტოებით აჩვენეს ძეგლების მდგომარეობა და საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

’ეს ღონისძიება ამ პროექტის ერთგვარი გვირგვინი იყო. ღამეები გავათენეთ და საბოლოოდ, ის შედეგი მივიღეთ, რაც გვინდოდა’, - ამბობს პროექტის მონაწილე, ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი მედეა კოპაძე.

პროექტი სტუდენტებმა დეკემბრის თვეში დაწერეს, განხორციელება კი თებერვლიდან დაიწყეს. ტაო-კლარჯეთს, მაისის დასაწყისში, 14-კაციანი შემადგენლობით, სამი დღით ესტუმრნენ.

’ეს იყო ექსკურსია - ექსპედიცია, რომელიც ძეგლების ისტორიის მოძიებით დაიწყო. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ჯგუფთან მომიწია მუშაობა’,- ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ მოსიაშვილი.

’უნდა წახვიდე და უნდა ნახო, რომ განიცადო ეს’,- შთაბეჭდილებებზე საუბარი უჭირს პროექტის მონაწილე ნათია ყურმაშვილს.

პროექტი უნივერსიტეტის რექტორატისა და თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს
ახალციხის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესახებ გამოფენა მოეწყო
გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები
ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე -  არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში