FM97.5 / LIVE

მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება, სამართალი 19.02.2018
დღეს, 19 თებერვალს, მეექვსე სკოლის ორი კურსდამთავრებულის მშობელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი სკოლის დირექტორისგან ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვენ, რაც მათ შვილებს ოქროს მედლის აღების შესაძლებლობას მისცემს.

მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოს თეა გავაშელმა და მარეტა მელიქიძემ მიმართეს.

„ვდაოვბთ, რომ მეექვსე სკოლის ადმინისტრაციას ოქროს მედალზე არწარდგენა არასწორად აქვს გაკეთებული. სასამართლოსგან ვითხოვთ სკოლა დაავალდებულოს, რომ ახალი სამართლებრივი აქტი გამოსცეს“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ერთ–ერთმა მშობელმა თეა გავაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთმა მედალი ვერ მიიღო. სკოლის ადმინიტრაციის განმარტებით, პედაგოგებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და მოსწავლის ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა, სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ სკოლას მედლების გაცემის რეკომენდაცია არ მისცა.

მეექვსე საჯარო სკოლის გარდა, მსგავსი პრობლემაა ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სკოლაში. სამინისტროს კომისიამ ოქროს და ვერცხლის მედალზე არ წარდგენის რეკომენდაცია გასცა აწყურის, წყრუთის და ვალის პირველი სკოლის თითო მოსწავლეზე და ასევე, ვალის მეორე სკოლის ოთხ მოსწავლეზე. მსგავსი პრობლემაა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

21.09.2018 შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება

21.09.2018 მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
მეექვსე სკოლა ხუთი მოსწავლიდან მედალზე ხელახლა ორს წარადგენს
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ