FM97.5 / LIVE

კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]

მთავარიSK TV, კვირის აქცენტი–რადიო 16.02.2018
პირველი დავა სასამართლოში, რომელიც მობილობის წესების დარღვევას ეხება. ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების მოგებული საქმე, რომელიც სასამართლო პრაქტიკისთვის პრეცენდენტულია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეული გადაცემის „კვირის აქცენტის“ სტუმარია „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის“ იურისტი ქეთევან ბებიაშვილი, რომელიც მოსარჩელეების ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის ინტერესებს იცავდა.



ახალციხის თვითმმართველობიდან რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, სასამართლო პროცესი მოიგეს – ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური აუნაზღაურდეთ. ეს ის დავაა, რომლის საწარმოებლად საკრებულომ კერძო ადვოკატი დაიქირავა.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

ტატალაშვილმა და ბაღდოშვილმა გათავისუფლების შემდეგ სასამართლოში იჩივლეს.

კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]

[sknews.ge]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს