FM97.5 / LIVE

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 16.02.2018
ქორეოგრაფიული ანსამბლი 'მესხეთი' მეცადინეობებს ახალციხის პირველი სკოლის ახალგარემონტებულ საკონფერენციო დარბაზში ჩაატარებს. სკოლამ ანსამბლს ფართი ერთი წლით მიაქირავა, ამის გამო კი ბუღალტერის ოთახის გაუქმება მოუხდა. დირექტორი ფიქრობს, რომ ერთი წლის შემდეგ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს.

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
ანსამბლი 'მესხეთი'

საკონფერენციო დარბაზის იჯარის წესით გასაცემად შესაბამისი განცხადება, თანდართული ფოტოებით, აუდიტის სამსახურს, სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა დღეს, 14 თებერვალს გადაუგზავნა. აუდიტი ფართს შეაფასებს და შემდეგ გაირკვევა რა თანხას გადაიხდის ქორეოგრაფიული ანსამბლი ერთი წლის განმავლობაში.

ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, რომ ანსამბლი საკონფერენციო დარბაზს ერთი პირობით დაიკავებს, მისი საცეკვაო დრო, დღის 16:00 საათიდან, 19:00 საათამდე იქნება. გარდა ამისაა, ყოველ სამ თვეში დარბაზის მდგომარეობა შემოწმდება: „წესით და კანონით, სკოლას არ აქვს დარბაზი, მაგრამ მე მაინც ვუთმობ ამ ფართს, პირობებსაც ვუდებ საიჯარო ხელშეკრულებაში. ეს არ არის სკოლის ანსამბლი, ეს არის რეგიონის ანსამბლი და 300 ბავშვიდან ჩემი შეიძლება 70 იყოს“.

ანსამბლ „მესხეთის“ ხელმძღვანელი ლევან ქიმერიძე პირობებს ეთანხმება: „მოვილაპარაკეთ და ყველაფერი პირობების მიხედვით იქნება. დარბაზი უკვე გათავისუფლებულია და რამდენიმე დღეში გადავინაცვლებთ“.

საკონფერენციო დარბაზიდან 250–მდე სკამი სკოლის არქივის ოთახში გადაიტანეს, სადაც ასევე ბუღალტერი მუშაობდა.

„სადმე გაგიგიათ რომ ბუღალტერი დირექტორის ოთახში მუშაობდეს?! მაგრამ რა მექნა, იმ სკამებს სად წავიღებდით“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
არქივის და ბუღალტერის ოთახი

სად გააგრძელებს მეცადინეობებს ანსამბლი ერთი წლის, ანუ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უცნობია. ლევან ქიმერიძე ამბობს, რომ სკოლასთან ახალ საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ ხელშეკრულებას ვეღარ გაუგრძელებს: „ერთი წელი აქვთ დრო და მოძებნონ სხვა ფართი. ან მერიას სთხოვოს და სკოლის უკან ახალი დარბაზი გაუშენოს. ადგილი არის და კარგი დარბაზი გამოვა თავისი გამოსაცვლელებით“.

ანსამბლი „მესხეთი“ ოთხი ათეული წელია პირველ სკოლასთან არსებობს. სკოლის შენობაშიკი მისთვის დარბაზის გამოყოფის საკითხი 2016 წელს დადგა, როდესაც სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ვიდრე რემონტი დასრულდა, „მესხეთი“ ჯერ მესამე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში იყო, შემდეგ თეატრის შენობაში. თუმცა, აქაც სარემონტო სამუშაოების გამო გახდა იძულებული შენობა დაეტოვებინა. ამის შემდეგ კი მეცადინეობები რესტორან „ტყუპების“ ნაქირავებ დარბაზში მიმდინარეობდა.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, პირველის საჯარო სკოლის გახსნის შემდეგ, „მესხეთი“ პირველი სკოლის სპორტდარბაზში მეცადინეობს.

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
პირველი სკოლის საკონფერენციო დარბაზი


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ
პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს