სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.02.2018
ახალციხის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, ყოველ თვეში გაწეული ხარჯისთვის 410 ლარის ნაცვლად 500 ლარს მიიღებენ.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა

თებერვლიდან ახალციხის საკრებულოს 16 დეპუტატი 90 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც საკრებულომ 15 თებერვალს გამართულ რიგით მეოთხე სხდომაზე დაამტკიცა, დეპუტატების ხარჯი 410 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა.

„დეპუტატების ხარჯის ოდენობა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასზეა დამოკიდებული, ჩემი ანაზღაურება 3 5000 ლარია, დეპუტატების ხარჯი კი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის არაუმეტეს 15 პროცენტს უნდა შეადგენდეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია, მათ შორის 17 თანამდებობის პირია, შესაბამისად მიმდინარე თვიდან გაზრდილ ანაზღაურებას მხოლოდ 16 დეპუტატი მიიღებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში დეპუტატების ხელფასის ოდენობა განსაზღვრეს
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს ხარჯის ასანაზღაურებლად 10 ლარი დაემატათ
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი – დეპუტატების შეფასებები [Video]
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს  უყრიან  კენჭს