FM97.5 / LIVE

ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ის გერბი აღადგინა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტს 2014 წლამდე, ანუ ქალაქისა და თემის გაყოფამდე ჰქონდა.

ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა
აღდგენილი გერბი

თვითმმარველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და ახალციხის თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, მუნიციპალიტეტების ჰერალდიკურმა სიმბოლოებმა ძალა დაკარგა.

ამის შესახებ მერიას ჰერალდიკის საბჭომ აცნობა და იქვე რეკომენდაციაც მისცა, რომ შეუძლიათ თემისა და ქალაქის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები აღადგინონ.

ახალციხის თემს საკუთარი სიმბოლოები არ ჰქონია. თემი ქალაქთან ისე გაერთიანდა, რომ არა ერთხელ გამოცხადებული კონკურსის მიუხედავად, ვერც გერბი და ვერც დროშა ვერ დაამტკიცა.
„ქალაქს ჰქონდა თავისი გერბი, მაგრამ ის უკვე ისტორიას ჩაბარდა. საბჭოს რჩევა, ის გერბი აღვადგინოთ, რომელიც გაყოფამდე გვქონდა, ვფიქრობთ რომ კარგია. თემის გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი კონკურსის გამოცხადება არ მგონია ღირდეს. მერიასთან შევთანხმდით, ასევე გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და ძველ სიმბოლიკას აღვადგენთ“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან დღეს 15 თებერვალს, საკრებულოს დეპუტატებს აცნობა.

ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა
ახალციხის მერიის გერბი, რომელიც უკვე ძალადაკარგულია

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დაამტკიცა
ახალციხის  თემს გერბი და დროშა ექნება
ქალაქ ახალციხეს საკუთარი გერბი და დროშა ექნება
ქალაქ ახალციხის გერბი და დროშა დამტკიცდა
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ახალციხის გერბსა და დროშაზე საბოლოო დეტალები თანხმდება