სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2018
16-17 თებერვალს ბაკურიანში Ski Cross-ში საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველოდან რვა მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.

ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

მასში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები ჩამოსულები არიან არიან ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრალიიდან, ყაზახეთიდან და მათ ბაკურიანში მოპოვებული ქულები გამოადგებათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობისთვის, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

საქართველოს მთავრობის ცნობით, დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ჩამოსული არიან „სკი კროსის“ მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის.

"ეს არის მოსამზადებელი ეტაპი 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ფრისტაილში, სნოუბორდში. მოგეხსენებათ, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იქნება ძალიან მნიშნელოვანი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ „სკი კროსი“ შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც 2030 წელს გააჩნია ამბიცია, რომ საქართველოში ჩავატაროთ 26-ე ზამთრის ოლიმპიადა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით", – განაცხადა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სკი კროსი (Ski Cross) 2010 წლიდან ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. ის სათხილამურო ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით სავსე, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში ცდილობენ.

[sknews.ge]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

'სკი კროსის' ჩემპიონატში ავსტრიელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის
21 იანვარს "თოვლის მსოფლიო დღე" აღინიშნება
ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა
პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბორჯომში