FM97.5 / LIVE

ხე–ბუჩქნარის ჩეხვის ბრალდებით ტყის ყოფილი მცველი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 15.02.2018
ყოფილი რეინჯერი, 60 წლის მამაკაცი, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სატყეო–სამსახურში დაახლოებით სამი წელი მუშაობდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე–ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

ხე–ბუჩქნარის ჩეხვის ბრალდებით ტყის ყოფილი მცველი დააკავეს

60 წლის თ.ნ. 13 თებერვალს, ქუთაისში,მაშინ დააკავეს, როცა ბორჯომიდან ხე–ტყე გადაჰქონდა. მას ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებასა და 14, 375 კბ. ხე–ბუჩქნარის ჩეხვაში ედება ბრალი.

ყოფილი რეინჯერს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ორ ეპიზოდში ედავებიან, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას ჯგუფურად გულისხმობს. ასევე, თ. ნ–ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლით, ხე–ბუჩქნარის უკანონო ჩეხვისთვისაც აქვს წარდგენილი.

საქმის მასალების მიხედვით, 6 თებერვალს ბრალდებულმა 5.25 კბ. ხე–მასალა ბორჯომიდან ქუთაისში გადაზიდა და წყალტუბოში გაყიდა. 13 თებერვალს კი ასევე ბორჯომიდან ქუთაისში 5.54 კბ. მასალა გადაზიდა და მისი რეალიზება ისევ წყალტუბოში მოახდინა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში ბალდებულმა ხე–ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი დაამზადა, მასში ძველ ზედნადებში გამოყენებული ფირნიშის ნომრები მიუთითა. მასალის რეალიზაციის შემდეგ კი ეს დოკუმენტები გააუქმა.

“ბრალდებულის შვილი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ზედნადებებს მისი სახელით აკეთებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც დაკავებული ხე ტყის რეალიზებას დაასრულებდა, ჩვენთვის ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან რეკავდა და დოკუმენტს აუქმებინებდა“, – ამბობს პროკურორი თამარ ზურაბაშვილი და ამატებს, რომ ეს ყველაფერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, – „იგი სატელეფონო საუბარში იხსენიებს ბიჭებსაც. ამდენად, იგულისხმება, რომ მარტო არ მოქმედებდა და დანაშაულს ჯუგუფურად ახორციელებდა“.

საქმის მასალების მიხედვით, თ.ნ–მ 14, 375 კბ. ხე–ბუჩქნარი გაჩეხა, რის გამოც სახელმწიფოს ზიანი 1 581 ლარი მიადგა.

ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ ნამდვილად ყალბი დოკუმენტით გადაჰქონდა მასალა, თუმცა ჯგუფურად ეს არ ჩაუდენია: „ჩემი შვილია რეგისტრირებული, მაგრამ მე მაქვს მინდობილობა და დამოუკიდებლად გავაკეთე ყველაფერი ელქტრონულად".

როგორც დაკავებულის მეუღლე ქეთვან ხაჩიძე აცხადებს, მის ქმარს დოკუმენტი განზრახ არ გაუყალბებია: „კომპიუტერში მოუვიდა შეცდომა, ჩვენი ასაკის ხალხისთვის კომპიუტერით საქმის კეთება ცოტა რთულია. ძალიან წესიერი ადამიანია, სამი–ოთხი წელი ტყის მცველად მუშაობდა სადგერშიც, მზეთამზეშიც. შარშან გაათავისუფლეს. ცხრასულიანი ოჯახი ვართ, დასაქმებული არავინაა, წავიდა რომ ორი კაპიკი ფული ეშოვნა და დაიჭირეს“.

დღეს, 15 თებერვალს ახალციხის რაიონულმა სასამართომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. პროკურატურამ მოსამართლესთან პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა კი გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდება ითხოვა.

მოსამართლე გია ბერაიამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

17.09.2018 ახალციხის სკოლებში 368 პირველკლასელი მიიღეს [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2018 ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები

19.09.2018 ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

19.09.2018 გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

18.09.2018 ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ერთი პირი ხე–ტყის ყალბი ზედნადების გამო დააკავეს
ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის ბრალდებით სამცხე - ჯავახეთში ერთი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში სახელმწიფო ქონების თაღლითურად დასაკუთრებისთვის ერთი პირი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული შვიდი პირიდან ორი ცოლ–ქმარია