სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 14.02.2018
დიდმარხვის პირველ დღეს, კათოლიკურ ეკლესიაში „ნაცრისყრის ოთხშაბათი“ ჰქვია. ამ დღეს მოძღვარი მორწმუნეებს ცოდვების მონანიებისკენ და რწმენის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

დღეს, 14 თებერვალს, ახალციხის კათოლიკურ სამრევლოში „ნაცრისყრის ოთხშაბათის“ ლიტურგია შესრულდა. რაბათის სავარდის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ფილიპო ალიანმა, ტრადიციულად, მრევლის წევრებს თავზე მცირეოდენი ნაცარი დააყარა, სიტყვებით: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი“.

ქადაგებისას მან მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკე ეკლესია ორმოცდღიანი პერიოდის განმავლობაში მორწმუნეებს არა მხოლოდ მარხვის, არამედ ლოცვისა და გულმოწყალებისკენაც მოუწოდებს – „ლოცვა გვეხმარება ღმერთთან დასაახლოებლად, მარხვა – ჩვები ნებისყოფის გამოცდისა და ამქვეყნიური სიამის დათმობის სწავლებისთვის, ხოლო გულმოწყალება – გაჭირვებულ ძმათა დასახმარებლად“, – აღნიშნა ქადაგებისას წინამძღვარმა.

ნაცარი, რომელსაც მორწმუნეებს აყრიან, წინა წლის ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება.იგი სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა.

კათოლიკურ ეკლესიაში, ნაცრისყრის ტრადიცია სათავეს მე–8 საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ. თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომლების მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. მე–11 საუკუნეში კი პაპმა ურბანუს II იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.

კათოლიკე ეკლესიაში, მარხვა მხოლოდ საკვების "არ მიღებას" არ გულისხმობს. მორწმუნე, ქრისტეს აღდგომისათვის, სულიერად უნდა მოემზადოს. შესაძლებელია უარი არა მხოლოდ საკვებზე, არამედ საყვარელ ჩვევაზე, ან ქცევაზეც თქვას.

დიდმარხვა კათოლიკე ეკლესიაში ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. წელს, აღდგომას კათოლიკეები 1–ელ აპრილს იზეიმებენ.

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი მრევლისთვის  დიდი მარხვა იწყება