სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილ ბიჭს გამოკვლევები უტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.02.2018
მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილ მეორეკლასელ ბიჭს ახალციხის საავადმყოფოში გამოკვლევებს უტარებენ. ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილ ბიჭს გამოკვლევები უტარდება

ექიმების განმარტებით, წყალში ჩავარდნილ რვა წლის ბიჭს სხეული აქვს გადაციებული და ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გადის. დაშავებული კონტაქტურია.

„გადაცივებული შემოიყვანეს, ამ ეტაპზე სტაბილურია მისი მდგომარეობა. ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას მძიმე იყო. უტარდება ინფუზიური თერაპია სხვადასხვა მედიკამენტებით. ხვალ დილამდე დავაკვირდებით და მდგომარეობის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს პირვალადი დათვალიერებით გარეგნული დაზიანება არ აღენიშნება: „სხეული გადაციებულია, რომ გათბება უფრო დეტალურად დავათვალიერებთ“.

შეგახსენებთ, რომ მეორე კლასის მოსწავლე მდინარე ფოცხოვში დღეს, 14 თებერვალს დაახლოებით 17:00 საათზე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მოზარდს ფეხი დაუცურდა და წყლის დინებამ დაახლოებით 200 მეტრით გაიტაცა. იგი მესამე საბავშვო–ბაღის დარაჯმა დაინახა. მამაკაცმა მოზარდის ამოყვანა თამარაშვილის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლო.

დაშავებული მოზარდის დედის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მის შვილთან ერთად ნათესავი გოგონაც იმყოფებოდა. ბავშვები ჯერ სტადიონზე თამაშობდნენ, შემდეგ კი მდინარისკენ წავიდნენ.

„სამსახურში ვიყავი, რომ შემოვიდა ახლობელი და მითხრა შენი შვილი სად არისო, იქვე ახლოს ვმუშაობ, გარეთ რომ გამოვვარდი, ბავშვი უკვე ამოყვანილი ჰყავდათ. გონზე იყო და დამელაპარაკა. ახლა გადასხმებს უკეთებენ“, – ამბობს დაშავებულის დედა.

„ბიჭთან ერთად ჩემი გოგონაც იყო. დასახმარებლად ჩავიდა, მაგრამ ისიც ჩავარდა და ყვირილი დაიწყო მიშველეთო. გამვლელმა მამაკაცმა გადაარჩინა ორივე“, – ამბობს შვიდი წლის გოგონას დედა.

[sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი ბიჭი  საავადმყოფოდან გაწერეს
ახალციხეში მეორეკლასელი მოსწავლე მდინარე ფოცხოვში ჩავარდა
ავარიის დროს დაშავებული ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ავარიით დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
აბასთუმანში 17 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა