სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.02.2018
ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებული ვეტერანების ოთხი ოჯახი, ადგილობრივ თვითმმართველობას თავშესაფარს სთხოვს.

ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ

ამის შესახებ, ვეტერანების უფლებადამცველმა კახა მათოშვილმა დღეს, 14 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა. სასამართლოს უნდა ემსჯელა ტოვებდა თუ არა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ძალაში, რომლის მიხედვითაც, ოთხმა ოჯახმა სადავო შენობა უნდა დატოვოს. თუმცა სხდომა შესაძლო მორიგების მიზეზით გადაიდო.

„მოდავე მხარეს, ანუ ახალციხის მერიას თავშესაფარს ვთხოვთ ამ ოთხი ოჯახისთვის. ასე შესაძლოა მოვრიგდეთ და ეს ხალხიც ქუჩაში არ დარჩება. ისინი სოციალურად დაუცვლათა ბაზაში არიან რეგისტრირებული და რეალურად არაფრის საშუალება არ აქვთ“, – გვითხრა მათოშვილმა.

გარდა აღნიშნულსა, მომავალ სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ იმის გამო, რომ თემი და ქალაქი გაერთიანდნენ, მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ „ვეტერანებისთვის თავშესაფრის გამოყოფის საკითხზე ფიქრობენ, თუმცა ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეუძლიათ“.

მომავალი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 21 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა