ახალციხის მერიის ააიპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ააიპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება 14.02.2018
თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული, ოთხი ააიპ–ის 530–მდე თანამშრომელს, იანვრის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია.

ახალციხის მერიის ააიპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია

ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, ახალციხეში რვა ააიპ–იდან ოთხი დარჩა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა გაერთიანება, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება, წყალმომარაგება–წყალანირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

რეორგანიზაციამდე ეს ააიპ–ები ცალ–ცალკე იყო ქალაქსა და თემში. ისინი გააერთიანეს და ხელმძღვანელები შეცვალეს.

ამ ოთხ ააიპ–ში, ჯამში, 530–მდე თანამშრომელია დასაქმებული და არცერთ მათგანს ამ დრომდე ხელფასი არ აუღია.

„საჯარო რეესტრსა და საგადასახადოს ამ ააიპ–ების ხელახლა რეგისტრაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. როგორც კი დარეგისტრირდებიან, ხელფასები გაიცემა“, – აცხადებენ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ
სახურში.

ამ დრომდე დაზუსტებული არ არის ააიპ–ების საშტატო ნუსხა.

„რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მანამდე თემში 10 კაცი მუშაობდა, ქალაქში 14, მაგრამ, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ორივეგან იყვნენ დასაქმებული. საბოლოოდ საშტატო ნუსხა როგორ დამტკიცდება არ ვიცით“, – ამბობს ‘ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის’ ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

‘წყალმომარაგებისა და წყალანირების’ ხელძღვანელი ჯემალ გიორგაძე აცხადებს, რომ ხელფასის დარიცხვას მისი 14 თანამშრომელი ელოდება: „ქალაქში ექვსი და სოფლებში რვა კაცი იყო დასაქმებული. არცერთი შტატი არ გაუქმებულა. იუსტიციის სახლში უკვე ვიყავი, საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე და რეგისტრაციის ვადის დასრულებას ველოდებით“.

419 თანამშრომელს აერთიანებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, – 218 ქალაქში, 211კი თემშია დასაქმებული. როგორც ამ ააიპ–ის ხელმძღვანელი ნატო ჩოხელი ამბობს, თანამშრომლები არც თემში და არც ქალაქში არ შეუმცირებიათ.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში 74 კაცია დასაქმებული. ააიპ–ის ხელძღვანელი გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მათ შორის 40 თემში მუშაობდა, 34 კი ქალაქში: „საბოლოოდ როგორ დაამტკიცებენ საშტატო ნუსხას, ჯერ არ ვიცით. კუთვნილ ხელფასს კი ყველა მიიღებს, არავის დაეკარგება. სხვადასხვა პროცედურების გავლას სჭირდება დრო“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცადებენ, რომ ააიპ–ების საშტატო ნუსხებს მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც მათი რეგისტრაციის პროცედურები დასრულდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
ასპინძაში იმ  ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ
ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს
ააიპ–ები თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ