სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პარლამენტის თავმჯდომარე ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევას არ გამორიცხავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 14.02.2018
ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაინტერესდება.

პარლამენტის თავმჯდომარე  ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევას არ გამორიცხავს

"მე, როგორც პარტიული ლიდერი, დავინტერესდები ამ საკითხით. მიზანი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს, ბორჯომის მოსახლეობა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი იმ მომსახურებებით, რომლებიც მიეწოდება მუნიციპალიტეტის მხრიდან. თუ არის საჭირო ჩარევა, ამ შემთხვევაში, ჩავერევით პოზიტიური კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში ქვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.

საკრებულოს მორიგი სხდომა, ბორჯომში, დღეს, 14 თებერვალს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ქვორუმი არ შედგა. ახალი მოწვევის 28–წევრიან საკრებულოში, სადაც 15 ოპოზიციური პარტიის წევრია, 13 კი „ქართული ოცნების“ , მმართველი გუნდის დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ოპოზიციის 15 წევრიდან კი, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, არც ერთ–ერთი ოპოზიციონერი – ტატიანა მარტინენკო მივიდა.

მომდევნო სხდომა ბორჯომში 28 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული, თუმცა, არაა გამორიცხული რიგგარეშე სხდომა მანამდეც დაინიშნოს.

[sknews.ge]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ
ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]