სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 14.02.2018
ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში ქვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.

ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ

საკრებულოს მორიგი სხდომა, ბორჯომში, დღეს, 14 თებერვალს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ქვორუმი არ შედგა. ახალი მოწვევის 28–წევრიან საკრებულოში, სადაც 15 ოპოზიციური პარტიის წევრია, 13 კი „ქართული ოცნების“ , მმართველი გუნდის დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ოპოზიციის 15 წევრიდან კი, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, არც ერთ–ერთი ოპოზიციონერი – ტატიანა მარტინენკო მივიდა.

„არ ვიცით რატომ არ მოვიდა, ვერ ვუკავშირდებით“, – გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

ამის გამო სხდომა ერთი საათით გადაიდო და 13:00 საათზე დაინიშნა, მაგრამ, მარტინენკო საკრებულოში არც ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა.

ბორჯომის საკრებულოში ეს მეხუთე მცდელობა იყო სხდომის გამართვის, რომელზეც განსახილველ საკითხებს შორის ერთ–ერთი ხელფასების საკითხია. შეგახსენებთ, მერიამ საკრებულოში ახალი საშტატო ნუსხა და სახელფასო ოდენობები წარადგინა – ხელფასები გაზრდილია, რასაც ბორჯომის მერიაში იმით ხსნიან, რომ რეალურად დანამატები და ხელფასი გაერთიანდა და ციფრებში ცვლილება ამის შედეგია. თუმცა, საკრებულო მერიას ამ სახელფასო ოდენობებს არ უმტკიცებს.

ამ ხუთი მცდელობიდან „ქართული ოცნება“ კვლავ არცერთ სხდომაზე არ მისულა, ქვორუმი კი იმიტომ არ დგება, რომ 15 ოპოზიციონერიდან სხდომაზე ხან ერთი, ხან კი ორი დეპუტატი არ მიდის. ისინი ხშირად, მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახაელებენ.

ჭიდილი მერიასა და საკრებულოს შორის 18 იანვარს დაიწყო. ამ დღეს შედგა პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეს საკითხი უნდა განეხილათ. თუმცა საკრებულომ მერიას 16 იანვარს წარდგენილი სახელფასო ოდენობები არ დაუმტკიცა.

მომდევნო სხდომა 31 იანვარს დაინიშნა, თუმცა, არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. სხდომაზე ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ გამოცხადდნენ. დეპუტატების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.

მეორედ სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, 1–ელ თებერვალს ვერ შედგა. წინა დღის მსგავსად, ამ დღესაც, სხდომაზე ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ მივიდნენ.

სხდომის გამართვის მესამე მცდელობა 13 თებერვალს იყო. გუშინ სხდომაზე ფირან გოგიჩაიშვილი ვერ მივიდა. მიზეზად, მისი ბორჯომში არყოფნა დასახელდა.

ორჯერ კი სხდომა, კვლავ ქვორუმის გამო დღეს გადაიდო, არც 12:00 და არც 13:00 საათზე, სხდომაზე არ გამოცხადდა ტატიანა მარტინენკო. მისი გამოცხადებლობის მიზეზი დეპუტატებისთვის უცნობია.

მერიაში, ამ წლისთვის, თანამშრომელთა ხელფასები ასე განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000 ლარი. 18 იანვრის სხდომაზე, საკრებულომ, ამ ოდენობების ნაცვლად, 2017 წლის საშტატო ნუსხას უყარა კენჭი. ამ ნუსხის მიხედვით, მერის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია, მისი მოადგილის 2000, სამსახურის უფროსების კი 1550 ლარი.

განმეორებით სახელფასო ოდენობები მერიამ 31 იანვრისთვის წარადგინა და წარდგენილ ოდენობებში, მერის ხელფასი შეცვალა – ნაცვლად 3450–სა, მერის ანაზღაურება 2 450 ლარით განსაზღვრა.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 28 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული, და რომელიც საკითხის განხილვის მეექვსე მცდელობა იქნება, ოპოზიციამ ამ სახელფასო ოდენობებს უნდა უყაროს კენჭი. თუმცა დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ქვორუმი რომც შედგეს, ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ დაუჭერენ.

„არაა გამორიცხული, მანამდე რიგგარეშე სხომაც ჩავატაროთ, თუ რა თქმა უნდა ქვორუმის შედგა“, – ამბობს გიორგი გოგიჩაიშვილი.

ამ პრობლემების გამო კი თვითმმართველობის 125 თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობს – მათ იანვრის ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
პარლამენტის თავმჯდომარე  ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევას არ გამორიცხავს
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა