FM97.5 / LIVE

2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.02.2018
მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო ასპინძის მუნიციპალიტეტში მცირე კონტიგენტიანი სკოლის მშენებლობას გეგმავს, ექვს სკოლაში კი სველი წერტილები მოეწყობა.

2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის ცხრა სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე სამინისტროსთან სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს, სადაც განხილულია ასპინძის მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა და რეაბილტიაცია“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროდან მიღებულ წერილში.

უწყების ინფომრაციით, 2018 წელს დაბა ასპინძის, ოშორის, ივერიის, ტოლოშის, ნაქალაქევის და დამალის საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძები მოეწყობა. ასევე, ოშორის სკოლაში გაკეთდება კიბე და სამედიცინო თახი, ივერიასა და ტოლოშში კი პანდუსები.

გარდა ამისა, სოფელ საროში მოხდება სკოლის გაზიფიცირება, ორგორაში კი მცირე კონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა დაიწყება.

„აწყვიტის საჯარო სკოლაში განხორციელდება დაფინანსებული სანიტარული კვანძების მოწყობის მონიტორინგი“, – ვკითხულობთ სამინისტროს წერილში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ასპინძის მუნიციალიტეტის 18 საჯარო სკოლიდან 14–ის საპირფარეშო მოუწესრიგებელი იყო. მას შემდეგ რაც ამ თემით „ სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, საპირფარეშოებს კარები და საკეტები გაუკეთეს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]