სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თერმული წყლების საქმეზე მოდავე მხარეებმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 13.02.2018
აბასთუმნის თერმული წყლების საქმეზე, დღეს სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებები წარადგინეს.

თერმული წყლების საქმეზე მოდავე მხარეებმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს

მოპასუხე მხარის ადვოკატმა კახა მათოშვილმა სასამართლოს მტკიცებულებად, გენადი ენდელაძის მიერ, იმ სამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებები წარუდგინა, ვისაც მისი აუზები და სასტუმრო აქვს ნაქირავები, იმის დასტურად, რომ თავად არც თერმულ წყლებს და არც ტერიტორიას არ იყენებს. თუმცა, ხელშეკრულებები მოსარჩელე მხარემ არადამაჯერებლად მიიჩნია და მოწმის სახით, სამივე პირის დაკითხვა მოითხოვა.

მთავარ სხდომაზე, რომელიც 1 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა, აღნიშნული სამი მოწმის გარდა კიდევ, სამი ადგილობრივი დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ შპს „სამეფო აბასთუმნმა“, რომელიც კურორტზე ლიცენზიით აბანოებსა და თერმული წყლის ხუთ ჭაბურღილს ფლობს, ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს გასული წლის ბოლოს უჩივლა. „სამეფო აბასთუმანი“ ენდელაძეს, მის საკუთრებაში არსებული საოჯახო სასტუმროს ტერიტორიაზე, თერმული წყლების N2 ჭაბურღილის უკანონოდ გამოყენებაში ედავება. შპს ითხოვს ენდელაძემ ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორია დათმოს და ამავე დროს, მოსაკრებელი, 6000 ლარი გადაიხადოს.

დღევანდელ სხდომას მესამე პირად ჩართული „წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს არის თუ არა N2 თერმული წყლების ჭაბურღილი, აბასთუმანში იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესმენი გენადი ენდელაძე ფლობს. სააგენტო სასამართლოს ჭაბურღილის დაზუსტებულ კოორდინატებს მომავალ სხდომაზე წარუდგენს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში თერმულ წყლებთან დაკავშირებულ დავაში მესამე პირი ერთვება
სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
ახალი ამბები – 13 თებერვალი [Audio]
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება