FM97.5 / LIVE

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.02.2018
ბორჯომში, სოფელ დვირში მცხოვრებლები საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ. იქამდე, ვიდრე ბაღი აშენდება, ბავშვების მეზობელი სოფლის ბაღში სატარებლად ტრასნპორტირებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას სურთ.

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ
სოფელ დვირის მცხოვრებლები საკრებულოს სხდომაზე. 13.02.2018. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


ბორჯომში, სოფელ დვირში, სადაც 298 კომლი ცხოვრობს და 25–მდე აღსაზრდელია, ადგილობრივები ბაღის მშენებლობას ითხოვენ. სოფელში ბაღის ყოფილი შენობა ამორტიზებულია და 11 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს.

„ვისაც საშუალება აქვს, ბორჯომში დაჰყავს ბავშვები. გვინდა, რომ ბაღი აგვიშენონ სოფელში, მაგრამ ვიდრე ეს საკითხი მოგვარდება, ბიუჯეტიდან თანხა გამოგვიყონ იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენი შვილების მეზობელ სოფლებში, ან ბორჯომის საბავშვო ბაღებში ტარება“, – განუცხადა დღეს, 13 თებერვალს ,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს დვირში მცხოვრებმა მადლენა პაპიძემ.

ამჟამად დვირიდან ბორჯომში, ლიკანის საბავშვო ბაღში, ცხრა ბავშვი დაჰყავთ.

„თითო ოჯახს ბავშვის ბაღში ტარება 85–დან 100–ლარამდე უჯდება თვეში. ამისი საშუალება ყველას არ გვაქვს. ამიტომ თვითმმართველობამ თვეში დაახლოებით 800 ლარი რომ გამოგვიყოს, ბავშვების ბაღში ტარებას შევძლებთ“, – ამბობს დვირში მცხოვრები ნინო ხუბულაშვილი.

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ
სოფელ დვირის მცხოვრებლები საკრებულოს სხდომაზე. 13.02.2018. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე



დეპუტატების განცხადებით, თუ აღნიშნული საკითხი საკრებულოში მერიიდან დასამტკიცებლად არ შევა, ისე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

„სანამ ბაღი აშენდება სოფელში, მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი ტრანსპორტირებისთვის თანხის გამოყოფას. ახლა აქ დეპუტატების უმრავლესობაა წარმოდგენილი და გეუბნებით, რომ ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტთ, მაგრამ ამისთვის ჯერ მერიას უნდა მიმართოთ, რომ იქიდან ეს საკითხი ჩვენთნ დასამტკიცებლად შემოვიდეს“, – მიმართა ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მაია პაიჭაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული: „პროგრამულ ბიუჯეტშიცაა თანხა გაწერილი დვირის ბაღის მშენებლობისთვის და სამუშაოები წელს დაიწყება კიდეც“.

რაც შეეხება ბაღის აშენებამდე ტრასნპორტირებისთვის თანხის გამოყოფას, მერიაში ამბობენ, რომ ხარჯთაღიცხვის შედგენაზე უკვე მუშაობენ.

„აუცილებლად გამოიყოფა ტრანსპორტი პატარების საბავშვო ბაღში სატარებლად. ის მოემსახურება არა მხოლოდ დვირში მცხოვრებლებს, არამედ სოფელ ქვაბისხეველებსაც. თუმცა ჯერ გარკვეული არაა, თუ რომელ ბაღში მოხდება ამ ორი სოფლიდან პატარების ტარება“, – გვითხრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, სოფელ დვირში საბავშვო ბაღი შენდება
სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [R]
სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება