სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერმა მოადგილე დანიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 13.02.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილედ ბუბა ბერიძე დანიშნა. ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბორჯომში „ქართული ოცნების“ შტაბში ქალაქის ზონას ხელმძღვანელობდა.

ბორჯომის მერმა მოადგილე დანიშნა

ბუბა ბერიძე მუშაობას დღეს, 13 თებერვალს შეუდგა. იგი მერიაში ინფრასტრუქტურის მიმართულებას უხელძღვანელებს.

ბერიძემ ბორჯომის მეოთხე საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პოლიტოლოგიის მიმართულებაზე გაგრძელა. შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალობაზე ჩაირიცხა და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საბურთალოს გამგეობაში სამი წელი იმუშავა.

„ლევან ლიპარტია „ოცნების“ შტაბში გავიცანი, ქალაქის ზონის უფროსი ვიყავი და მასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებზე გავდიოდი. მიხარია, რომ ნდობა გამომიცხადა“, – ამბობს ბერიძე.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მთავარია მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს: „გასულ წლებში ბევრი პროექტი, ისე როგორც საჭირო იყო, ვერ სრულდებოდა, კონკრეტული კომპანიები ხარვეზებით ასრულებდნენ სამუშაოებს.

პროექტების ნაწილი მიტოვებული იყო შუაზე, რის გამოც მოსახლეობა ძალიან წუხდებოდა და ხშირად ამის გამო ქუჩაზე გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო“.

ბერიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბორჯომში ჯანსაღი ცხოვრების განვითარების კუთხით არა ერთი პროექტის განხორციელება იგეგმება: „მაგალითად, გვინდა, რომ ქუჩის ტრენაჟორები მოვაწყოთ“.

მერის მოადგილე ბორჯომის თვითმმართველობაში ხელფასების გაცემის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას კრიზისულს უწოდებს: „დარწმუნებული ვარ საერთო ენა გამოინახება, თორემ ასე ბორჯომი ვერ განვითარდება. რეალურად, მერია გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას არ ითხოვს, უბრალოდ რასაც აქამდე დანამატებით ყოველთვიურად იღებდნენ თანამშრომლები, ეგ თანხები გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი. ეგრე მოხდა მთელ საქართველოში და ეს არ არის ხელფასების ზრდა”.

შეკითხვაზე, ხელფასების და სხვა საკითხების განსახილველად უდნა შევიდეს თუ არა „ოცნება“ საკრებულოში, ბერიძე გვპასუხობს: „ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ უნდა შევიდეს, რადგან ეს აღქმული იქნება ისე, რომ თითქოს ხელფასების საკითხის განსახილველად შევიდნენ. ზოგადად, ბუნებრივია, „ოცნების“ დეპუტატები უნდა ჩაერთონ მუშაობაში და ყველა საკითხი ერთიანი მუშაობით უნდა გადაწყდეს“.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.07.2018 ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

13.07.2018 ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

13.07.2018 სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

13.07.2018 ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომში მეშვიდედ იმსჯელებენ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხზე