FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება, სამართალი 13.02.2018
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის სკოლის შენობის მესაკუთრემ გენადი ენდელაძემ, სასამართლოში სარჩელი ამჯერად ადიგენის მერიის წინააღმდეგ შეიტანა.

აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის

გენადი ენდელაძე იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, 1991 წელს, შენობა სკოლას გადაეცა.

ენდელაძის ადვოკატის კახა მათოშვილის განმარტებით, მაშინ ხელშეკრულება ვარხნის საკრებულოსთან გაფორმდა. წლების შემდეგ საკრებულო გაუქმდა და ხელშეკრულება ადიგენის ჯერ გამგეობას, ახლა კი მერიას გადაეცა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მერიას აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს.

„სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია, იქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მესაკუთრეს არ სურს ჩამოიშალოს და განადგურდეს, ამიტომ, უნდა მიხედოს თავის საკუთრებას“, – ამბობს კახა მათოშვილი.

საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო, რადგან მოპასუხე მხარემ, საქმეში მესამე პირად, აბასთუმნის სკოლის ჩართვა მოითხოვა.

„ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს, ჩვენი ინტერესი, პირველ რიგში, ბავშვების ბედია, ამიტომ გვინდა თვითონ სკოლა და მესაკუთრე მორიგდნენ და ხელშეკრულება არ გაუქმდეს“, – განაცხადა ადიგენის მერიის იურისტმა გიორგი ჩიხლაძემ.

ჩაერთვება თუ არა მესამე პირად სასამართლო სხდომებში აბასთუმნის სკოლა, დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

„მე არ ვიცი ვინ ვის უჩივის. არც ის ვიცი, მესამე პირად ითხოვენ თუ არა ჩვენს ჩართვას. მშვიდ ვითარებაში ვაგრძელებთ საგაკვეთილო პროცესებს და ხელისშემშლელი პირობები არავისგან, მათ შორის ენდელაძისაგან, არ გვაქვს“, – განაცხადა ქეთევან ობოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენადი ენდელაძეს სასამართლოში სარჩელი გასულ წელსაც ჰქონდა შეტანილი. იგი შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოსახლებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნულზე მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან, ენდელაძემ სარჩელი უკან გაიხმო.

აბასთუმნის სკოლის ირგვლივ დავა წლებია მიმდინარეობს. გენადი ენდელაძემ შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდანაა განთავსებული 1991 წლამდე იყიდა. მაშინ აქ ყველ–კარაქის ქარხანა იყო. მოგვიანებით კი, როგორც თავად ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით, შენობა სკოლას დაუთმო.

2011 წლამდე შენობა გენადი ენდელაძის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული. 2011 წელს ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ამბობს, რომ ეს აიძულეს, რადგან ამ წელს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალი სსკ–ის 210 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა, რაც ყალბი ზედნადების დამზადება–გამოყენებას გულისხმობდა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლის შენობა დათმო, ციხიდან გამოუშვეს, მეორე დღესვე კი ადიგენის თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინეს. მოგვიანებით 10 ათას ლარზე ჯარიმა გაუფორმეს და საქმე დაასრულეს.

გენადი ენდელაძემ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე დავა ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ დაიწყო.

აბასთუმნის საჯარო სკოლაში ამჟამად 65 მოსწალვე სწავლობს და 25 პირია დასაქმებული.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება
სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს
აბასთუმნის თერმული წყლების დავაზე მხარეები მორიგდნენ