FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.02.2018
დღეს, 13 თებერვალს ბორჯომის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხზე უნდა ემსჯელათ, ქვორუმის არარსებობის გამო, მესამედ გადაიდო.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. სხდოამას 28 დეპუტატიდან მხოლოდ 14 ესწრებოდა. სხდომის ჩასატარებლად კი 15 დეპუტატია საჭირო.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით, ერთი დეპუტატი ფირან გოგიჩაიშვილი, რომელმაც 12:00 საათზე მოსვლა ვერ შეძლო, საკრებულოში 17:00 საათზე მივა და ამის შემდეგ გაგრძელდება სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 26 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის ერთ–ერთი ხელფასების რეგულირების საკითხია.

საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ მერიაში ხელფასების 450 ლარით მატებას მხარს არც ამჯერად დაუჭერენ: „საკრებულოში თავმჯდომარეს, მოადგილეებს და კომისიის თავმჯდომარეებს ხელფასები არ ეზრდებათ. მიმაჩნია რომ მერიაშიც არ უნდა მოემატოთ 450 ლარით. ხელფასების ზრდა შესაძლებელია და ნორმალურია 150 ლარით“.

მერიის საფინასო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის შეცვლიან თუ არა სახელფასო ანაზღაურებას საკრებულოს მოთხოვნის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სადაც თვითმმართელობის საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდაზე უნდა ემსჯელათ, უკვე მესამედ გადაიდო. პირველად სხდომა 31 იანვარს, ხოლო მეორედ 1 თებერვალს იყო ჩანიშნული, სამივე შემთხვევაში სხდომა ქვორუმის გამო ჩავარდა. საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო კი მერიაში ხელფასების გაცემა ფერხდება.

საკრებულოში აცხადებენ, რომ თუ ქვორუმი 17:00 საათზეც არ შედგა, სხდომა ხვალ, 14 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
პარლამენტის თავმჯდომარე  ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევას არ გამორიცხავს
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში