სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 12.02.2018
ახალციხის სასკრებულოდან, რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, არსებითი განხილვა გამართა და გადაწყვეტილების გამოცხადების დღე დანიშნა.

საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის

დღეს, 12 თებერვალს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, თეა ბაღდოშვილის და ეკა ტატალაშვილი საქმეზე მთავარი სასამართლო სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროცესზე მხარეებმა ჯერ ახსნა–განმარტებები წარადგინეს, შემდეგ კი კითხვა–პასუხის რეჟიმში გააგრძელეს სხდომა.

პაექრობისას განსაკუთრებული ყურადღება თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, თანამშრომელთა მობილობის პროცესს დაეთმო. მოსარჩელე მხარის ადვოკატი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროს მთელი რიგი პროცედურები დაირღვა.

„ტატალაშვილისა და ბაღდოშვილის შემთხვევაში სრულად არის დარღვეული მობილობის წესი და საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში მობილობის წესით დასაქმების საკითხს. ეკა ტატალაშვილს და თეა ბაღდოშვილს დღემდე არ ჩაბარებია გათავისუფლების ბრძანება მათი მობილობის შეუძლებლობის გამო“ , – ამბობს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

მოპასუხე მხარე ამ ბრალდებას არ ეთანხმება.

„მათ მიმართ აბსოლუტურად მართებული ქმედებები იქნა განხოციელებული. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე გარკვეულ პროცესუალურ პრობლემებს განიცდის სარჩელის კუთხით, იმიტომ, რომ გარკვეული სახის საკითხებზე, რომელბსაც ისინი სადავოდ მიიჩნევენ, სასამართლოსთვის შესაბამისი სარჩელით არ მიუმართავთ“, – განაცხადა იურისტმა პაატა კიკვიძემ, რომელიც ახალციხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერესებს იცავს.

ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე საქართველოს სასამართლო სისტემაში პირველია და მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე.

„ახალციხის სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აღნიშნული საქმის განხილვა. საქართველოს სასამართლო სისტემაში ეს არის პირველი განხილვა ამ კატეგორიის, რომელიც გულისხმობს მობილობის წესით საჯარო მოხელის დანიშვნა–არდანიშვნის საკითხს“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე განხილვები დასრულებულია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 15 თებერვალს, 15:50 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურებაა. მათ სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 29 დეკემბერს შეიტანეს.ორივე მათგანი, გათავისუფლებამდე, წლები მუშაობდნენ თვითმმართველობაში. გათავისუფლებას ისინი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

[თინათინ ზაზაძე, ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ
ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო