სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.02.2018
ახალციხეში, ე.წ. ოთარ თათეშვილის საქმეზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის სამთან საპროცესო გაფორმდა, ერთის საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი.

მომხადარი 2013 წლის პროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც ოთარ თათეშვილის კომპანია შპს „არალმა“ ახალციხეში რვა ქუჩა მოაასფალტა (სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის). სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაშინ თათეშვილმა 130 000 ლარი მიითვისა.

აღნიშნულ ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულებდა. საქმის მასალების მიხედვით, ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით ედება, რაც ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას, ან გამოყენებას გულისხმობს. მომხდარი ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ისჯება.

თამაზ პეტაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საპროცესო გარიგება შესთავაზეს, თუმცა უარს აცხადებეს: „სასამართლოში ბოლომდე ვიბრძოლებ, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რასაც მედავებიან“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რვა ქუჩის მოასფალტების პროექტზე შედგენილ ფორმა ორს ხელი ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა გია ქასრაშვილმა და რეზო მერაბიშვილმა მოაწერეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლით ედებათ, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ითვალისწინებს.

„ჩვენ ჩავიბარეთ პროექტი და მოვაწერეთ ხელი. რადგან ამ საქმეზე საპროცესო იყო [თათეშვილთან] გაფორმებული და ბრალი ნაღიარები ჰქონდა, გვითხრეს, რომ ჩვენ დავას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ჩვენთანაც საპროცესო გაფორმდა“, – ამბობს ქასრაშვილი.

მომხდარზე საუბარი არ სურს რეზო მერაბიშვილს: „ფორმა ორზე მოვაწერე ხელი, პირობითიც მომცეს“.

ქასრაშვილთან და მერაბიშვილთან საპროცესო გარიგება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2000–2000 ლარზე და ასევე თითო წლით პირობით სასჯელზე დაამტკიცა.

რაც შეეხება ნოდარ ბალახაშვილს, იგი 2013 წელს შპს „რენესანსი 77-ში“ მუშაობდა. აღნიშნული ქუჩების პროექტი კი სწორედ ამ კომპანიამ შეადგინა. მან დახაზული პროექტი ხარჯთაღიცხვაში სხვაგვარად ასახა, როგორც თავად „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, შეცდომა მოუვიდა.

ბალახაშვილი პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე პრიმა მუხლით მისცეს, რაც გულგრილობას გულისხმობს: „საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე
ბალახაშვილმა, ისევე როგორც ქასრაშვილმა და მერაბიშვილმა ბრალი აღიარა. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დაუმტიცა. მსჯავრდებულს ჯარიმა 2 000 ლარი შეეფარდა.

ნოდარ ბალახაშვილი 2014 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. მოგვიანებით ასევე ინფრასტრუქტურის საკითხებში გამგებლის მრჩევლად გადავიდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ბალახაშვილი თვთმმართველობაში დასაქმებული აღარაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
'ნიუ პროჯექტის' დირექტორთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
ბიზნესმენ ოთარ თათეშვილთან საპროცესო გაფორმდა
ახალქალაქში ყავის ფალსიფიკაციაზე ერთი პირი  პასუხისგებაში მისცეს