FM97.5 / LIVE

ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.02.2018
ბაღდათი–აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის გზის პროექტირება მიმდინარეობს, თუმცა, რა თანხით განხორციელდება მშენებლობა, ჯერ გარკვეული არ არის.

ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს

ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

„პროექტზე მუშაობის ვადა ჯერ აქვთ, აქ გზა ნაკრძალის ტერიტორიაზე გადის და ამიტომ შედარებით მეტი დრო მიაქვს მუშაობას“, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძნელია საუბარი იმაზე მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება თუ არა გზის სამშენებლო სამუშაოები: „ქუთაისის მხარეს 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ხუთი კილომეტრზე დაიგო გზა. დანარჩენ 60 კილომეტრზე ტენდერი ერთიანად გამოცხადდება თუ არა, ჯერ არ ვიცით, შესაძლოა, მონაკვეთებად დაიყოს“.

გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება.

„შესაძლოა ბიუჯეტიდან გაიწეროს ეს თანხა, ან დონორი იქნეს მოძიებული, ჯერ გაკრვეული არ არის“, – აცხადებენ საავტომობილო გზები დეპარტამენტში.

პროექტის დასრულების შემდეგ ადიგენიდან ქუთაისის მიმართულებით დრო მინიმუმ ერთი საათით უნდა შემცირდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარების კუთხით იქნება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება