სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 11.02.2018
ვალეში ტრადიციული, ხალხური, ნიღბებიანი წარმოდეგენა „ბერიკაობა“ იმართება. სოფლიდან ყადის გადაგდების სცენას სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში ითამაშებენ.

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

11 თებერვალს, დიდმარხვის წინა კვირას ვალეში მცხოვრებლები ტრადიციულად შოთა ხითარიშვილის ოჯახში დილის 09:00 საათიდან შეიკრიბნენ. სპეციალური სამოსი წლებია სწორედ ამ ოჯახში ინახება.

„სულ აქ მოდიან, იცვამენ, იღებებიან და მიდიან. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი ეს ტანსაცმელი ისევ ჩვენთან მოაქვთ, ვრცხავ და ვინახავ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ეთერ სამარჯევი.

ადგილობრივები ერთმანეთს მოსამართლის, მცველების, პატარძლის, ყადის და მისი გამრთობების ფორმების ჩაცმაში ეხმარებიან. მათ გრიმს ვალის კულტურის სახლის დირექტორი გოჩა დემეტრაძე უკეთებს: „წარმოდგენა წინასწარ ზუსტად გაწერილი და დადგმული არაა, მთელი დღის განმვლობაში იმპროვიზაციულად ითამაშებენ“.

ადგილობრივები თამაშში ბატონყომობის გადავარდნის, სოფლიდან ყადის მოშორების სცენას წარმოადგენენ.

„ამ ყველაფერში გარდა მონაწილეებისა ხალხიც ერთვება, ცეკვითა და გართობით უნდა შეუქციონ ყადს თავი რომ მას ბოლოს,თავზე ლაფი დაასხან, ვირზე უკუღმა დასვან და სოფლიდან გააძევონ“, – ამბობს მოსამართლის როლის შემსრულებელი ანზორ თელიაშვილი.

ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ წელს, როცა "ბერიკაობა" გაიმართება სოფელი ბევრ მოსავალს მიიღებს: "სიკვდილიანობა ნაკლები გვექნება, ნაყოფიერი წელი იქნება".

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ვალეში „ბერიკაობა“ გამართეს[Photo]

ტერმინი "ბერიკაობა" განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ის შეიცავს ქართველი ხალხის დამპყრობლისადმი წინააღმდეგობის, ასევე, ავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. "ბერიკაობა" სათავეს მე–17 საუკუნიდან იღებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

‘ბერიკაობა’ ვალეში [Photo]
ადიგენში „ბერიკაობისთვის“ ემზადებიან
„ბერიკაობა“ ვალეში [Video]
18–წლიანი პაუზის შემდეგ, ვალეში კულტურული ცხოვრება აღდგა
ახალი ამბები – 12 თებერვალი [Audio]
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]