სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 08.02.2018
ბორჯომის თვითმმართველობაში იანვრის ხელფასების მისაღებად საკრებულოს სხდომის გამართვას ელოდებიან. „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს საბოტაჟში ადანაშაულებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელფასებს იმ ფორმით, როგორც ამას მერიაში ითხოვენ, არ დაამტკიცებენ.

ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ

22 იანვრის მერე ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხელფასების მიღებას ელიან, თუმცა ამ დრომდე არც ხელფასების რეგულირების საკითხია დამტკიცებული და არც ისაა განსაზღვრული რომელ თანამშრომელს რა ხელფასი ექნება.

ბორჯომის მერიამ, უკვე მეორედ, საკრებულოს დასამტკიცებლად ხელფასების გაზრდილი ოდენობა წარუდგინა. საკრებულომ პირველ სხდომაზე შრომითი ანაზღაურების მატებას მხარი არ დაუჭირა, მეორედ კი სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდა, – საკრებულოში ქვორუმი ვერ შედგა.

„ველოდებით როდის გაიმართება საკრებულოს სხდომა, რომ ხელფასები გაიცეს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში და ამატებენ, რომ პირველი იანვრის შემდეგ იმ საშტატო ნუსხას, რომელიც მანამდე არსებობდა, კანონით ძალა დაკარგული აქვს, შესაბამისად, ახლის დამტკიცებაა საჭირო: „საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება ერთად, თუმცა, საკრებულოს ეს დამტკიცებული არ აქვს, ასე რომ იყოს, matsne.gov.ge–ზე გამოქვეყნებული იქნება. არსებული საშტატო ნუსხით ხელფასების გაცემა დაუშვებელია“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებენ. მათ თვითმმართველობაში არცერთი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღიათ და აცხადებენ, რომ ვერც ხელფასების საკითხთან დაკავშირებით შეცვლიან რამეს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ სხდომას დაესწრებიან.

„ხელფასების საკითხზე ქვორუმი კი ვერ დგება, ოპოზიციონერი დეპუტატები ამას სპეციალურად აკეთებენ, ეს მათი მხრიდან საბოტაჟია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კვირკველია.

შეკითხვაზე, „ოცნების“ დეპუტატების საქციელი რატომ არ არის საბოტაჟი, მაშინ როცა თავად არცერთ სხდომას არ დასწრებიან, კვირკველია გვაპსუხობს: „15 ოპოზიციონერი დეპუტატი „ოცნების“13 დეპუტატზე მეტია და იმიტომ. ჩვენ შევალთ თუ არა სხდომაზე, ეს მაინც არაფერს შეცვლის ხელფასების საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდათ იმას დაამკტიცებენ. მათ უნდათ, რომ სხდომაზე შევიდეთ და გაგვამაიმუნონ, ხალხს კი კიდევ ერთხელ ანახონ სანახაობა. ამაში მონაწილეობის მიღება არ გვინდა“.

არ იზიარებენ „ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები. მათი თქმით, საბოტაჟის მოწყობა რომ სურდეთ, მაშინ სხდომაზე გატანილ სხვა საკითხებსაც არ დაუჭერდნენ მხარს: „ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი გავიდა და გავა კიდეც. ახლა უბრალოდ ქვორუმი ვერ შედგა, ორი წევრი ავად გახდა“.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების მატებას მხარს არ დაუჭერენ: „რიგით თანამშრომლებს მოუმატონ ხელფასი 300 და 400 ლარით თუ უნდათ, მაგრამ სამსახურის უფროსს რომ 1 550 ლარი აქვს ხელფასი და უნდათ რომ 2 200 ლარი გაუხდეთ, ამას მხარს არ დავუჭერთ. რეალურად ყველაფერი რიგითი თანამშრომლების კისერზე გადადის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი ხელფასების მატება ნორმალურია“.

ჩაჩანიძის თქმით, მომავალი სხდომა 13 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება და დეპუტატები 24 საკითხს განიხილავენ: „ესეც რიგგარეშე სხდომა იქნება, შემოვიდა საკთხები განსახილველი და კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩავნიშნეთ სხდომაც“.

რა ფორმით დაამტკიცებენ მერიიდან უკვე მეორედ წარდგენილ გაზრდილ ხელფასებს საკრებულოში, ჯერ უცნობია. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ ხელფასები ორ დღეში დაირიცხება.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომში მეხუთედ არ შედგა სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ