FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.02.2018
მოწვეული რეჟისორები, მათ შორის უცხოელიც; ახალი სპექტაკლები; გასტროლები და ახალი სცენა – მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება.

მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება

2018 წლის თეატრალურ სეზონს მესხეთის თეატრი მარტის მეორე ნახევრიდან გახსნის. წელს დასი ცხრა პრემიერის ჩვენებას გეგმავს, ცხადია, ამის გარდა იქნება სპექტაკლები თეატრის ძველი რეპერტუარიდანაც.

„მზადდება ორი სპექტაკლი: ევგენი შვარცის „დრაკონი“ და ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“. მათგან ერთ–ერთი გახსნის ახალ სეზონს“, – ამბობს თეტრის ადმინისტრატორი შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, წელს თეატრის მოწვეულ რეჟისორებს შორის ბელარუსიიდან, კერძოდ კი მინსკიდან მოწვეულ რეჟისორს ანდრეი სავჩენკოსაც ვიხილავთ. მესხეთის თეატრის სცენაზე იგი დადგამს სპექტაკლს „იქნება კი ხვალინდელი დღე“, რომელსაც შემდეგ გასტროლით მინსკშიც აჩვენებენ.

თეატრში ახალი სეზონიდან ფუნქციონირებას დაიწყებს მცირე დარბაზიც, რომლის სარემონტო სამუშაოები მარტში დასრულდება.
„ეს არის ას მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. არის ხოლმე სპექტაკლები, როდესაც 50–80 კაცზე მეტი არ ესწრება, ეს დარბაზი ამისათვის შესაფერისია“,– ამბობს თეტრის ადმინისტრატორი.

მესხეთის თეატრი კულტურის სამინისტროსგან წელს შრომის ანაზღაურებისათვის 225 000 ლარს, სადადგმო ხარჯისთვის კი 80 000 ლარს მიიღებს. ახალციხის ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი თეატრი 50 000 ლარით დააფინანსა.

როგორც თეატრში განმარტავენ, წელს ბილეთის ფასში ცვლილება არ არის. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 3.50 ლარია, პრემიერაზე დასწრება 4.00 ლარი ღირს. აბონემენტის შეძენის შემთვევაში კი ერთი სპექტაკლის ღირებულება 3.00 ლარი იქნება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს