FM97.5 / LIVE

ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საკამათო გახდა

მთავარიეკონომიკა 28.05.2013
გაიგზავნა თუ არა ბორჯომიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა იქამდე, ვიდრე კრებები ჩატარდებოდა. რამდენად აქტიურობდნენ ადგილობრივები პროგრამაში, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა და რატომ ვერ შეთანხმდნენ ზოგ სოფელში პრიორიტეტზე.

ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საკამათო გახდა
ბორჯომში პრიორიტეტები განსაზღვრეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 419,901 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ბერიძის განცხადებით, პრიორიტეტები გამოკვეთილია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია გადაეგზავნა: ”ძირითადად, სამი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მოსახლეობა რიტუალების სახლებისა და ხიდების შეკეთებას, გზებისა და გარე განათებების მოწესრიგებას ითხოვს”.

რწმუნებულები კრებების ჩატარებას ახლა გეგმავენ?

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა ნაწილი ირწმუნება, რომ მათ სოფლებში კრებები არ ჩატარებულა. დვირის რწმუნებული გურამ მაისურაძე ამბობს, რომ კრების ჩასატარებლად გამგებლის მისვლას ელოდება.

”კრება არ ჩატარებულა, მაღალმთიანი ზონიდან იწყებს გამგებელი კრებებზე დაწრებას. ჩემს სოფელში პრიორიტეტი დასახელებულია, ვიდრე დავინიშნებოდი, კრება მანამდე, გასაუბრების დონეზე ჩატარდა. მთელი სოფელი არ იყო, მაგრამ ნაწილი იყო და დაასახელეს რამდენიმე პრიორიტეტი”, - ამბობს მაისურაძე და ამატებს, რომ კრებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება, შესაძლებელია პრიორიტეტები აღარ შეიცვალოს, მაგრამ ოქმი ახალი კრების ჩატარების შემდეგ გაფორმდება.

კრება ხელახლა ჩატარდება წაღვერშიც. თემის რწმუნებული ოთარ არბოლიშვილი, რომელიც მიმდინარე წლის 2 მაისს დაინიშნა, ამბობს რომ მისმა წინამორბედმა კრება ჩაატარა, თუმცა კიდევ ერთხელ გამართავენ: ”გადაიხედება ხალხის არჩევანი და რასაც გადაწყვეტს მოსახლეობა, ხელისმოწერით დაადასტურებს. მოსახლოებას სხვადასხვა მოსაზრება აქვს, ყველას ერთი და იგივე არ მიაჩნია პროირიტეტულად, არის ხმათა არათანაფარდობა. შეიძლება დასახელებული პრიორტეტები არ შეიცვალოს, მაგრამ ხალხი რომ არ დაუპირისპირდეს ერთმანეთს, ვეცდებით როგორმე ყველას მოთხოვნები გავითვალისწინოთ”.

ვინ ცდება, გამგებელი თუ რწმუნებულები?

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარაუდობს, რომ რწმუნებულები ცდებიან.

”ყველა ტერიტორიულ ორგანოში კრება ძველმა რწმუნებულებმა ჩაატარეს, რამდენიმე სოფელში მათ შორის ბაკურიანსა და წაღვერში მე თავად დავესწარი”, - ამბობს გამგებელი.

უთანხმოება სოფლებში პრიორიტეტების შერჩევისას

ბორჯომში, ამ პროგრამის ფარგლებში, საკამათო სხვა საკითხებიც გახდა. დაბა ბაკურიანისთვის ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 37,900 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტად რიტუალების სახლის რეაბილიტაცია შეირჩა. თუმცა, ადგილობრივებს გადაწყვეტილება ერთხმად არ მიუღიათ. ნაწილს პარკის მოწყობა, ნაწილის სასაფლაოს შემოღობვა, ნაწილს კი ნაგვის ურნების ყიდვა სურდა.

”სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ჩვენი რწმუნებული ვინ არის. ხალხთან ურთიერთობა არ აქვს, სახეზეც არ ვიცნობთ. არავის უკითხავს რისი გაკეთების სურვილი გვქონდა. არსად არ იყო გამოკრული, როდის უნდა ჩატარებულიყო კრება და საიდან გავიგებდით?”, - ამბობს ბაკურიანში მცხოვრები სერგო პეტროსიანი.

ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საკამათო გახდა

ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თეიმურაზ ბიბილურიძე კი ამბობს, რომ რიტუალების სახლის გაკეთება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილით გადაწყდა: ”ადგილობრივი ვარ და თითქმის ყველა მოსახლის სურვილის შესახებ ვიცი. კრებაზე, რომელსაც 150 კაცზე მეტი დაესწრო, დასახელებულ პროირიტეტებს შორის, რიტუალების სახლის რემონტის დასრულება შეირჩა”.

დავით ლოსაბერიძე: შესაძლოა ადმინისტრაციულ დარღვევას ჰქონდეს ადგილი

ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ თუ სამინისტროში პრიორიტეტები კრების ოქმის გარეშე გადაიგზავნა, ადმინისტრაციულ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

”უნდა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის ადმინსტრაციული დარღვევა. ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მიეწოდოს”, - აღნიშნავს ექსპერტი.

რეგიონული განვითარების სამინისტრო: რწმუნებულები ცდებიან

რეგიონული განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ სავარაუდოდ რწმუნებულები ცდებიან, რადგან წინა მთავრობის სხდომაზე მთავრობამ სოფლის პროგრამიით განსაზღვრული პროექტები უკვე დაამტკიცა.

სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველის უფროსი გიორგი ცინცაძე ამბობს, რომ ბორჯომის მუნიცპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ორგანოში, მათ შორის სოფელ დვირში, კრება ჩატარებულია და ამის დამატასტურებელი ოქმი ხელთ აქვს. იგი ამბობს, რომ მონიტორინგი მკაცრად ტარდებოდა და შესაბამისად, მოლოდინი რომ კრებას ვიღაც დაესწრებოდა, შესაძლოა სოფლებში მართლაც ჰქონდათ.

”მონიტორინგს მე ვატარებდი და შესაბამისად ელოდებოდნენ, რომ ან მე ჩავიდოდი, ან ჩვენი თანამშრომლები, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც გვეხმარებოდნენ. ბუნებრივია 3500 სოფელში ვერ დავესწრებოდით, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენელი იყო. ასე რომ, ბოლოდინი, რომ ვიღაც დაესწრებოდა, ნამდვილად იყო”,- ამბობს ცინცაძე და ამატებს რომ კრება მაშინდელმა რწმუნებულმა ელდარ კუჭუხიძემ ჩაატარა,- ”ახალ რწმუნებულს ან ინფორმაცია არ აქვს, ან ფიქრობს, რომ ახლა ჩაატაროს, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან მთავრობის განკარგულება უკვე დამტკიცდა და თანხებიც გამოყოფილია. სოფელ დვირს სამი პროექტი დაუმტკიცდა და ახალმა რწმუნებულმა შეიძლება ის პროექტებიც არ იცის, რაც დავამტკიცეთ”.
დავით ლოსაბერიძე პროგრამის დანიშნულებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ პროგრამის მთავარი არსი არა იმდენად ეკონომიკიური განვითარება იყო, რამდენადაც მოსახლოების ჩართულობის ხარისხის ზრდა. ამდენად, იმ ნიუანსებს რასაც ბორჯომში ჰქონდა ადგილი, სამინისტრომ აუცულებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დვირის  რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მკაცრი მონიტორინგით (R)
ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
აწყურში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’ გათვალისწინებული შეხვედრა ჩაიშალა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა