სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში ხუთი პოზიცია ვაკანტური დარჩა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 08.02.2018
ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის შედეგად რვა მოხელე შეირჩა. ხუთი პოზიცია კი ვაკანტური დარჩა და მათ დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

ახალციხის მერიაში ხუთი პოზიცია ვაკანტური დარჩა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში თავისუფალი დარჩა: საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის პოზიციები, ასევე თავისუფალია ორი ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურში.

მერიაში ამბობენ, რომ ხუთივე პოზიციაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებენ: „დარჩენილ რვა ადგილზე მოხელეები უკვე შევარჩიეთ, თუმცა ჯერ არცერთი მათგანი არ დანიშნულა, მათ შესაბამისი დოკუმენტების წარმოსადგენად ვადა 20 თებერვლამდე აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი 16 პოზიციაზე გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ რაც განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა, სამი შტატი გააუქმა: სპეციალისტის პოზიცია ბიუჯეტის საკითხებში, პროექტების მართვის საკითხებში და ასევე, მონიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის  მერიაში სამი პოზიცია ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერიაში სამი შტატი გააუქმეს
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ახალციხის მერიაში 1 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ახალციხის საკრებულოს ერთი ვაკანტური ადგილი დარჩა
ადიგენის გამგეობამ 5 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე 147 განაცხადი შევიდა