სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]

მთავარისიახლე, SK TV 08.02.2018
მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო სკოლაში ბოლო პერიოდის აქტიური თემაა [სოფელ ტოლოშის საპირფარეშოების ინციდენტი, სოფელ ნაქალაქევში დაშავებული მეორეკლასელი გოგონა] – ვინ და როგორ უნდა ზრუნავდეს სკოლებში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, – მოისმინეთ ადგილობრივების მოსაზრებები.



სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების თემაზე "სამხრეთის კარიბჭეს" არაერთი მასლა აქვს მომზადებული. ორი ასეთი თემა გამოცემამ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა.

მასალაში: ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა საუბარია ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევის სკოლაში 29 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე. მეორეკლასელ გოგონას შესვენებაზე ერთი წლით უფროსმა თანასკოლელმა ხელი ჰკრა და სახით კედელს დააჯახა. გოგონას ლოყა და თვალი დაუზიანდა. დაშავებულს დამრიგებელმა სველი ხელსახოცი დაადო და სახლში უფროსკლასელ ბიძაშვილს გააყოლა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. სკოლაში კი ფიქრობენ, რომ "საგანგაშო არაფერი მომხდარა".

სტატია: ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს ასევე ასპინძაში, ტოლოშის სკოლაში მომხდარ გახმაურებულ შემთხვევას ეხება. ერთ–ერთი გოგონა ყვება, რომ მას თანასკოლელმა ბიჭმა საპირფარეშოში ვიდეო გადაუღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ტუალეტებს იზოლირებული და დაცული გამყოფი კედლები არ აქვთ; ამ ფაქტის გამო კი სკოლის 12 მოსწავლეს ერთი კვირით მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და შეუმოწმეს. ამბის გახმაურების შემდეგ სკოლაში აუდიტი შევიდა, სხვაც არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და დირექტორი მოხსნა.

ამავე კვირაში მოსწავლეთა უსაფრთხოება იყო გადაცემა თემაც. თინათინ ზაზაძის გადაცემაში მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნანა იოსელიანმა ისაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სფეროშიი.

გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.07.2018 ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

13.07.2018 ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

13.07.2018 სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

13.07.2018 ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საფეხური: ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში [Audio]
ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა
სკოლები ექიმის გარეშე
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“