FM97.5 / LIVE

ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.02.2018
ასპინძის მუნიციპალიტეტმა სასპორტო სკოლას ააიპ–ის სტატუსი მიანიჭა. ამ ეტაპზე მისი ბიუჯეტი არ გაზრდილა, მაგრამ, ააიპ–ების რაოდენობა იურისტებში მაინც კითხვის ნიშნებს აჩენს.

ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ

„სასპორტო გაერთიანების“ შექმნით, ასპინძაში არაკომერციული, არამოგებიანი იურიდიული პირის (ააიპ–ი) მქონე ორგანიზაციების რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

‘სასპორტო გაერთიანებამ’ ფუნქციონირება 1–ლი თებერვლიდან დაიწყო. ასპინძის მერიის ინფორმაციით, ახალ ააიპ–ში იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც სასპორტო სკოლაში იყო – 20. არც ხელმძღვანელი შეცვლილა, – ააიპ–ს სპორტსკოლის ყოფილი უფროსი ლევან მაზმიშვილი უხელმძღვანელებს.

„მხოლოდ დირექტორი დაენიშნა, ბიუჯეტი და თანამშრომლთა რაოდენობა იგივე დარჩა“, – აცხადებს ასპინძის მერის მოადგილე ლევან ბერიძე.

მერიაში ცვლილებას დაწესებულებისთვის სტატუსის ქონის აუცილებლობით ხსნიან. ააიპ–ის დირექტორი კი ამბობს, რომ სასპორტო სკოლაში სხვადასხვა კლუბები იყო და ახლა საშუალება აქვთ გააერთიანონ: „ჩვენი მთავარი მიზანი ისევ იგივე იქნება – სპორტული წრეების ფუნქციონირება და შეჯიბრებების ორგანიზება. ხუთი წრე გვაქვს: რაგბის, ფეხბურთის, მშვილდოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის და ძიუდოს. ესენი დაყოფილი იყო კლუბებად, ახლა ყველას ერთ ა(ა)იპ–ში გავაერთიანებთ“.

2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, სასპორტო სკოლისთვის 126 000 ლარი იყო გათვალისწიებული. მერიაში ამბობენ, იგივე თანხა დარჩება ა(ა)იპ–ად გადაკეთების შემდეგაც. გასულ, 2017 წელს კი სასპორტო სკოლას დაფინანსება 140 000 ლარი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ააიპ–ს ამ ეტაპზე არც დაფინანსება მომატებია და არც თანამშრომლები, ასპინძის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ ამ ააიპ–ის შექმნის საჭიროება არ იდგა: „ეს ყველაფერი ძველი კადრების გაშვებას და თავიანთი კადრების დამატებას ემსახურება. ჩემს პერიოდში იყო სპორტსკოლა, სადაც არაერთი სპორტის სახეობა იყო გაერთიანებული, ადმინისტრაცია არ ჰქონდა და კულტურისა და სპორტის სამსახური აკონტროლებდა. ახლა დირექტორი და ადმინისტრაცია დაუნიშნეს, რაც თავისთავად ზედმეტ ხარჯებს გულისხმობს“.

126 000 ლარიდან რა თანხა დაიხარჯება ხელფასებზე, ახალშექმნილ ააიპ–ში ჯერ ვერ გვპასუხობენ.

„გადაბარების პროცესში ვართ, შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ამ თანხის რა ოდენობას გადავანაწილებთ ხელფასებზე“, – ამბობს ლევან მაზმიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ თვითმმარველობებში ააიპ–ების რაოდენობას კანონმდებლობა არ არეგულირებს, თუმცა, მათი სიმრავლე თვალშისაცემია და საკითხი შესასწავლია: „თუ აუდიტი შევა და შეამოწმებს თითოეული ააიპ–ის ხარჯებს და მათი მუშაობის მიზანს, შეიძლება ბევრი პრობლემა აღმოჩნდეს. მუნიციპალიტეტს თუ შესაძლებლობა აქვს ხარჯები დაზოგოს ზოგიერთი ააიპ–ის გაერთიანებით, ასე უნდა იქცეოდეს“.

ამ ეტაპზე, ასპინძის მერიაში ათი ააიპ–ი და ერთი შპს ფუნქციონირებს.

შპს „კეთილმოწყობის სამსახური“ ;
ა(ა)იპ–ი „ასპინძის გარე–განათება“;
ა(ა)იპ–ი „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“;
ა(ა)იპ–ი „მუზეუმი“;
ა(ა)იპ–ი „სამუსიკო სკოლა“;
ა(ა)იპ–ი „ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა“;
ა(ა)იპ–ი „სასპორტო გაერთიანება“;
ა(ა)იპ–ი „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“;
ა(ა)იპ–ი „მელიორაცია „;
ა(ა)იპ–ი „ბაღების გაერთიანება“;
ა(ა)იპ–ი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი“.

მათი ფუნქციონირებისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან 1 356 000 ლარია გამოყოფილი.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა
ახალციხის ააიპ–ებს მეორადი კომპიუტერები გადასცეს