FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია 36 თანამშრომელს შეარჩევს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 07.02.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 36 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განაცხადის შეტანა 15 თებერვლამდე შეუძლიათ.

ახალციხის მერია 36 თანამშრომელს შეარჩევს

საკონკურსო კომისია მერის 19 წარმომადგენელს და წარმომადგენლის 17ასისტენტს შეარჩევს. დასაქმების მსრუველმა კონკურსის სამი ეტაპი უნდა გაიაროს. კომისია ჯერ განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგია ზეპირი დავალება და ბოლოს გასაუბრება. კონკურსანტები 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან.

ქალაქ ახალციხეში მერს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. მათი ხელფასი 1 300 ლარი იქნება. ქალაქ ვალესა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კონკურსის წესით 15 წარმომადგენელი შეირჩევა და ანაზღაურება 1 200 ლარი იქნება.

ქალაქისგან განსხვავებით, სოფლებში მერის წარმომადგენლებს ერთი ან ორი ასისტენტი ეყოლებათ. დასახლებულ პუნქტებში გამგებლის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების რაოდენობა, როგორც მერიაში განმარტავენ, დამოკიდებულია არამხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაზე, არამედ მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ასევე დაგეგმილ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენლის ასისტენტის სახელფასო ანაზღაურება 750 ლარი, მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგნელის ასისტენტის ხელფასი კი 650 ლარი იქნება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 36 ვაკანსიაზე 301 განაცხადი შევიდა
ახალციხეში მერის წარმომადგენლების შესარჩევად კონკურსი ცხადდება
ახალციხის მერიაში ახალი თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ადგენში კონკურსის წესით  მერის 21 წარმომადგენელს შეარჩევენ
ასპინძაში მერის  წარმომადენლებისა  და ასისტენტების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ასპინძაში მერის წარმომადგენლების 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს