FM97.5 / LIVE

საფეხური: ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში [Audio]

მთავარიგანათლება–რადიო 08.02.2018
ნაქალაქევის სკოლაში დაშავებული მეორეკლასელი გოგონა ადმინისტრაციამ სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა, რითაც მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა; ტოლოშის სკოლაში კი მოხსნეს დირექტორი, რადგან ვერ შეძლო მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა – გადაცემაში 'საფეხური' ვსაუბრობთ მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხობაზე სკოლებში.

გადაცემის სტუმარია ტრენერი ნანა იოსელიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სფეროში.



სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჩაგვრის თემაზე "სამხრეთის კარიბჭეს" არაერთი მასლა აქვს მომხადებული. ორი ასეთი თემა გამოცემამ დღეს გამოაქვეყნა.

მასალაში: ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა საუბარია ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევის სკოლაში 29 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე. მეორეკლასელ გოგონას შესვენებაზე ერთი წლით უფროსმა თანასკოლელმა ხელი ჰკრა და სახით კედელს დააჯახა. გოგონას ლოყა და თვალი დაუზიანდა. დაშავებულს დამრიგებელმა სველი ხელსახოცი დაადო და სახლში უფროსკლასელ ბიძაშვილს გააყოლა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. სკოლაში კი ფიქრობენ, რომ "საგანგაშო არაფერი მომხდარა".

სტატია: ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს ასევე ასპინძაში, ტოლოშის სკოლაში მომხდარ გახმაურებულ შემთხვევას ეხება. ერთ–ერთი გოგონა ყვება, რომ მას თანასკოლელმა ბიჭმა საპირფარეშოში ვიდეო გადაუღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ტუალეტებს იზოლირებული და დაცული გამყოფი კედლები არ აქვთ; ამ ფაქტის გამო კი სკოლის 12 მოსწავლეს ერთი კვირით მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და შეუმოწმეს. ამბის გახმაურების შემდეგ სკოლაში აუდიტი შევიდა, სხვაც არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და დირექტორი მოხსნა.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]
ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა
სკოლები ექიმის გარეშე
ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“