სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 06.02.2018
შეიქმნა ოფიციალური, სამთავრობო ელექტრონული პლატფორმა მოქალაქეთა პეტიციებისთვის. თუ პეტიცია საჭირო რაოდენობის ხელმოწერას შეგროვებს, მთავრობა ვალდებულია, საკითხი აუცილებლად განიხლოს.

მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას

პლატფორმის – ichange.gov.ge, პრეზენტაცია ახალციხეში დღეს, 6 თებერვალს შედგა. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პლატფორმაზე არა მხოლოდ ახალი, სასურველი საკითხის ინიცირებაა შესაძელებლი, არამედ, სხვა, სასურველ საკითხზე მომზადებული პეტიციის მარდაჭერაც.

თუ ამ პლატფორმაზე შექმნილი პეტიცია შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, საქართველოს მთავრობა ვალდებული ხდება პეტიციაში აღწერილი საკითხი განიხილოს და რეაგირება მოახდინოს.

პორტალი ადგილობრივებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სალომე საღარაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გააცნეს.

საიას იურისტის სალომე საღარაძის განმარტებით, პორტალზე დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის შემცველი ან კანონმდებლობის საწინააღმდეგო პეტიციები არ გამოქვეყნდება: „ამ პლატფორმის საშუალებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გაიზრდება. ასევე, მთავრობამ იკისრა ვალდებულება, რომ ხელმოწერების შემთხვევაში განიხილოს პეტიცია და მიიღოს გადაწყვეტილება. ეს პლატფორმა ელექტრონული მმართველობის კარგი საშუალებაა“.

მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას


როგორ იმუშავებს პლატფორმა


პეტიციის შედგენის შემდეგ, მასზე ონლაინ ხელმოწერების შეგროვება იწყება. თუ პეტიცია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ 10,000 ხელმოწერას მოაგროვებს, იგი უნდა განიხილოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილმა კომისიამ.

კომისიის ინიციატივით ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზეც. საქართველოს მთავრობა ვალდებულია სამი თვის ვადაში უპასუხოს პეტიციის ავტორს.

დადგენილების მიხედვით, „ოფიციალური წერილობითი პასუხი მკაფიოდ, დასაბუთებული ახსნა-განმარტებით უნდა გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით". პასუხი უნდა განთავსდეს ელექტრონულ პორტალზეც.


ichange.gov.ge–ს შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის N557 დადგენილებით იქნა დამტკიცებული.

პლატფორმის პრეზენტაცია საქართველოს რეგიონებში 24 იანვრიდან დაიწყო და მთელი საქართველო უნდა მოიცვას.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში ელექტრონული პეტიციების პლატფორმას წარადგენენ
5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
გამოკითხვა: უნდა აიკრძალოს თუ არა საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენება [Video]
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა